განცხადება/მიმართვა

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს საელჩომ განცხადება გააკეთა

აშშ-ს საელჩო საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს არჩილ ტატუნაშვილის გარდაჩვალების გამო და ის განცხადებას ავრცელებს:

“მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის რუს სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დე-ფაქტო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონზე, სრული ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს მთავრობას ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების ფაქტის გამო და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ორმხრივი ნდობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისათვის დაზარალებულ რეგიონში” – ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ნაციონალების სტრატეგია დესტაბილიზაციაა – გიორგი ვოლსკი

“ქართველი ერი ერთად დგას, ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს”

ზურაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი