საინტერესო

„დამანგრეველი სიტყვები“

გინება, წყევლა, ზოგადად ბილწსიტყვაობა ის ტყუილია, რომელიც სიტყვებშია მატერიალიზებული. რეალურად მკრეხელური სურვილების და სულში არსებული ქვენა აზრების გამჟღავნებაა

ყოველ ტყუილზე მწარე პასუხისმგებლობაა. უფალი არ პატიობს ადამიანს ტყუილს საკუთარი თავის წინაშეც კი.

ფრთხილად!

ფრთხილად!

ფრთხილად, — ნურც იტყვით და ნურც ყურში შეუშვებთ! — გვაფრთხილებენ მეცნიერები.

პირველად იყო სიტყვა

ადამიანი ფიზიკურად არის ის, რასაც ჭამს

ადამიანი სულიერად არის ის, რასაც ლაპარაკობს

 

ბილწსიტყვაობა  გაბოროტებისგან გამოწვეული მძიმე დაავადების სინდომია და არა უკულტურობა

ამ ბოლო დროს „დამანგრეველ სიტყვებზე“ და გინებაზე ზოგადად ფსიქოლოგიური კვლევების მასალების გაცნობამ მამაჩემის მონაყოლი გამახსენა: კაცმა ცოლი შეირთო. არ გასულა დიდი ხანი და  ქალმა მშობლები დაიბარა, ჩემი ქმარი მაგინებს, ვერ ვხვდები რას ვუშავებ და მიშველეთო. სიდედრ-სიმამრის საყვედურზე „ჩვენს შვილს რატომ აგინებო“… აღშფოთებულმა სიძემ ცოლს უყვირა: „როდის გაგინე, შენი დედაც“…

საქმე თუ ამდენად სერიოზულად იყო, მაშინ კი არა დღემდე არ ვიცოდი:

მაშ ასე: რა არის გინება და რა მოსდევს მას: მოკლედ, გასაგებია, რომ ცოლის ამ მაგინებელმა, არც იცოდა, რას ემართლებოდნენ. ასეთებზე არ არის ლაპარაკი. მამაჩემი იმასაც ამბობდა, რომ მეგრულად ლაპარაკი გინებით იწყებაო. მაგრამ ეს ადრე იყო, როცა ამის შესახებ არ იცოდნენ. არავის ჰქონდა წარმოდგენა, რომ სიამოვნების ჰორმონები ჩვენს არსებობას განსაზღვრავენ და რომ ზოგადად თვითმკვლელების ასი პროცენტი სწორედ ამ ჰორმონების არქონის მსხვერპლია და რომ ამ ჰორმონის გამომუშავება ხელოვნურად შეიძლება. რადგან ღირს, ეს ცხოვრებაა, ცხოვრება „დამანგრეველი სიტყვების“ გარეშე.

 

„ეკლესიური არ ვარ მაგრამ უფლის მწამსო“, ხშირად გაიგონებთ.

ეკლესიურობა საუკუნეებში შემონახული ის ტრადიციაა, რომლის მიმდევარი შეიძლება იყო ან არა. ეს  ადამიანის რწმენაში პრინციპულად არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ  ღვთის და ეკლესიის წინაშე მოვალეობის მოხდა გაცილებით მეტი დროს იტევს.

ნორმალური ადამიანის მის ცხოვრებაზე უფლის ზემოქმედების ძალის დანახვა   ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე რწმენას ამტკიცებს.

მხოლოდ უმადურები ვერ გრძნობენ უფლის ხელს.

უფალი არასდროს გვტოვებს და ჩვენგან პირველ რიგში ითხოვს:

ნუ ვიქნებით მკრეხელები — ღვთის მგმობელები.

ბილწსიტყვაობა არის ღვთისგმობა და მკრეხელობა.

ამის დამტკიცებას დიდი ხანი ცდილობდნენ მეცნიერები, რომლებიც დედამიწის მკვიდრთათვის თავსდატეხილ ყველა ბოროტებას აფასებენ როგორც ღვთის გმობის — მკრეხელობის შედეგს. — ფაქტების მოხმობით  ამტკიცებენ მეცნიერები

„ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორემა პოლ გარიასმა და ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა გრეგორი ტერტიშმა შექმნეს აპარატი და სიტყვების ზეგავლენის  ეფექტი დააფიქსირეს, რითიც დაამტკიცეს, რომ საგინებელი სიტყვები 1000 რენტგენის ტოლფას რადიაციული გამოსხივების ანალოგიურად  მუტანტურ ეფექტს იწვევს“.

ახლახან გავრცელებული ამ კვლევის შედეგების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად დიდხანს წვალება არ დამჭირვებია, წლების განმავლობაში დუმილის შემდეგ ამ დღეებში დამიკავშირდა — სვიატისლავ ქაქუჩაია — წარმოშობით აფხაზეთიდან — ბაბუშარიდან — თავის დროზე ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კიბერნეტიკის მიმართულების კურსდამთავრებული, მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც როგორც ფსიქოლოგი სხვადასხვა დროს დიდხანს მუშაობდა ამერიკულ „მწვანე ბერეტიანებთან“, სამხედრო დაზვერვაში, ეროვნულ გვარდიაში, ცენტრალურ სადაზვერვო განყოფილებაში (ცსდ) და ამაზე უფრო გასაიდუმლოებულ განყოფილებაში, რომლის შესახებ შეიძლება ბევრს გაგონილი არც ჰქონდეს. რამდენიმე წელი იმუშავა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებაში. ამჟამად გადამდგარია და ავსტრიაში საკუთარი ვილაში ცხოვრობს. სხვათაშორის საქართველოში ჩასვლას და ცხოვრებას გეგმავს. მასთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერას განვაგრძობ.

ისრაელში წამოსვლამდე მასთან ჩემი

ინტერვიუები პრესაში ხშირად იბეჭდებოდა.

მოხარული ვარ ურთიერთობის გაგრძელების.

ვწუხვარ — ფოტოს გამოქვეყნების უფლება მოპოვებული მაინც არ მაქვს.

 

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. ტკბილი სიტყვით მთაში ირემი მოიწველა და ცუდით ბარში ძროხაც ვერაო. ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნის სულსა გულსა…

სტას, რას იტყვი ახალ აღმოჩენებზე, რომელზეც ასე ბევრს საუბრობენ და რამდენად რეალურია ბილწსიტყვაობის ღვთისგმობად მიჩნევა?

სიტყვის ზეგავლენა ახლადაღმოჩენილი არ არის. ბიბლიურად „პირველად იყო სიტყვა“  გვაქვს როგორც გარემომცველი სამყაროს რხევით გაჩენილი  ჰიპოთეტიური ფიზიკური ველის აღმნიშვნელი ტერმინი „ტორსიონული ველი“ და 1922 წელს  ეს უკვე ცნობილი იყო. ყველგან, სადაც არის  არის მოძრაობა — არის ტორსიონული ველი. ტრიალებს თავად გალაკტიკა, მზის სისტემა, პლანეტები… და ყველაფერი ადამიანი, ქვა, პლანეტა, ხე… მისით არის გარემოცული და ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებით ცვლიან — ქმნიან ახალ ტორსიონულ ველს. სხვადასხვა ინტენსივობის ველის გენერატორი არის თავად ადამიანი. „ტორსიონული ველი“ არის განსაკუთრებული გიგანტური ინფორმაციის უსასრულო სისტემის ნაკადი, რომლის სიგნალის სიჩქარე ელვაზე უსწრაფესად გადადის. მაზე „დროის“ არსის გაგება არ ვრცელდება. დროით არ განისაზღვრება და არ იზომება. მეცნიერების ეს აღმოჩენა ადასტურებს ერთიანი უფლის-შემოქმედის არსებობას: სიტყვა არის ადამიანის შინაგანი უფალი.

მხოლოდ საგინებელი სიტყვების ზეგავლენაა შესწავლილი?

ზოგადად ბილწსიტყაობა საგინებელი და წყევლის სიტყვების გარდა შესწავლილია სიტყვები „კაბალები“ – „ხელბორკილები“ და სხვა წინსვლის შემზღუდავი სიტყვები და „სიტყვები — ფრთები“ — ლოცვის ზეგავლენის სახით. მათ რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეთ, საერთოდ არც იარსებებდა. დედამიწაზე ზოგი ღვთის და ზოგიც მისი ნების წინააღმდეგ — შემთხვევით არაფერი გაჩენილა.

სავარაუდოდ ყოველ სიტყვას საკუთარი უნივერსალური დანიშნულება უნდა ჰქონოდა. ჩემს ბავშვობაში მახსოვს ოჩამჩირეში წმინდა გიორგის სახელობის ელესიის შესასვლელეში „წყევლის შავი ქვა“ იდო  და „ხატზე გადაცემას“ ეძახდნენ. შემდეგ დავინტერესდი მისი ბედით და მითხრეს, რომ დაწყევლილებზე მეტად მაწყევრების დაზარალება გახდა ცნობილი და აიკრძალაო… გამოკვლევებზე მომუშავე მეცნიერები გვაფრთხილებენ: „შეგიძლიათ არაფრის და არავის გეშინოდეთ, გამძვინვარებული ვეფხვისაც კი, ბოლოსდაბოლოს მოგკლავთ, მაგრამ გინება და წყევლა, ზოგადად  ბილწსიტყვაობა თქვენგან დამოუკიდებლად ზემოქმედებს შთამომავლობაზეც — გეშინოდეთ და უფრთხილდით ავი სიტყვების როგორც თქმას  ასევე მოსმენას“. არის აგრეთვე სიტყვა ე.წ. „კანდალები“ – „ხელბორკილები“ და ასახავს მის არსს: ასეთი სიტყვებით ბედნიერებას — ცხვრებისგან მივიღოთ ყველაფერი საუკეთესო, რაც დაბადებიდანვე უპირობოდ არის მოცემული ყოველ ჩვენთაგანში „თავისუფლებას აღვუკვეთავთ“. საბედნიეროდ ასეთი სიტყვები არც ისე ბევრია და საუბრისგან მათ მოსაშორებლად და გასაწმენდად განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირო. ბილწსიტყვაობის გარდა დამანგრეველია კიდევ ბევრი ისეთი სიტყვა  რომლის უკან შეიძლება დაიმალო და სცხოვრების მოვალეობა არ შეასრულო: „არ შემიძლია; არ ვიცი; დარწმუნებული არ ვარ; არაფერი გამოვა; ეს ჩემს ძალებს აღემატება; ვერ დაგპირდები; ჩემზე არ არის დამოკიდებული; პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებ — სიმართლის თქმის, შეცდომის აღიარების, ბოდიშის მოხდის და გულწრფელობის სანაცვლოდ თავის დასაზღვევად სხვა სიტყვები არსებობს. დააკვირდით: სიტყვა — შეზღუდგები — სიკეთისკენ მიმავალი გზის გადამკეტავებად მიიჩნევა: „მე ღირსი არ ვარ; ჯერ კიდევ არ არის ამის დრო; კარგია, მე მინდა, მაგრამ სად არის? მე ბევრი რამ მინდა; გინდოდეს — არ გავნებს; მე რას წარმოვადგენ, რომ“…  „ჩემთვის არაფერი მინდა; ჩემს თავს რას დავეძებ…“ და სხვა ტყუილი: დიახაც დაეძებ და ეს არც იცი. ადამიანი სუსტია. ამის სამტკიცებლად ფაშისტების მეცნიერები ახალშობლებს ხელში დააკავებდნენ დედებს და ცხელ ქვებზე დააყენებდნენ და აკვირდებოდნენ, საკუთარი თვის გადასარჩენად უბედური დედები ფეხქვეშ როგორ იდებდნენ ჩვილებს. ეს რეალობა იყო. თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩვენი გამოგონილი არ არის. ხომ გაგიგონიათ: ბებია და ბაბუა შვილიშვილს სიკვდილისგან დასამალად სკივრში  ჩაკეტავენ  და მის ნაცვლად ცელიანს თავად შეეგებებიან. მაგრამ საქმეზე რომ მიდგება: თვალებით სკივრისკენ მიუთითებენ. ყველაფერი, მათ შორის შვილიც თავისთვის თავისი სიხარულისთვის უნდა ადამიანს და ყველა სიკეთე რომელსაც  შვილებს უკეთებს ისე, რომ კაპიკს არ გაიმეტებს სხვისთვის. არის რაღაცეები როცა იცი რომ შენი გასაკეთებელია და არ აკეთებ, მაგრამ სიტყვები კეთილი სიტყვა… მხოლოდ სიტყვები, როგორ უნდა დაგენანოს და მოსაფერებლის ნაცვალდ სიბილწეები დააფრქვიაო. ვისაც კარგი სიტყვის თქმა არ შეუძლია, სხვისთვის ვერაფერ სხვა სიკეთესაც ვერ გააკეთებს. — ამაშია  მთელი უბედურებაო, ამტკიცებენ მეცნიერები.

„ტორსიონული ველზე“ ცოტა მეტი მითხარი.

„ტორსიონული ველი“  არის ამ სამყაროში ადამიანის  განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელსაც მკვლევარები წლებია  სწავლობენ. ამ ბოლო დროს  დაიდო დასკვნები რომ მისი მატერია არის აზრები და რომ ველი მისგან შენდება. ეს ნიშნავს, რომ სიტყვებით რეალურად შეიძლება ადამიანის ტორსიონულ ველზე ზემოქმედება. სიტყვა „მადლობა“ ნებისმიერ ენაზე ღვთიურ მადლთან არის დაკავშირებული და მისი თქმისთანავე ყოველგვარი ბოროტი აზრები ნეიტრალდება. — მის მსგავსად არსებობს სიტყვები, რომლების მნიშვნელობა ადამიანების ტორსიონულ ველს სასიკეთოდ ცვლის და პირიქით… რადგან მისი მატერია სიტყვებით გადმოცემული აზრებია. საუბრისას ადამიანი, როგორც სკულპტორი ძერწავს საკუთარ გენეტიკურ აპარატს და შესატყვის ინფორმაცია-პროგრამას გადასცემს მომდევნო თაობას. უარყოფითი სულიერი ხასიათის მატერიის დაგროვება საკუთარი თვითლიკვიდაციის პროგრამას უზრუნველყოფს და ეს ნეგატივი მთაზე დაგორებული თოვლის გუნდასავით იზრდება და თვითდამანგრეველი პროგრამა  თაობიდან თაობაზე გადადის.

მაგრამ  გინებით დღეს ვერავის გააკვირვებ. ერთგვარი გაბედულების და უკომპლექსობის გამოვლენადაც არის  მიჩნეული და ზედმეტი სიმკაცრე ხომ არ ვლინდება ამ მოსაზრების მტკიცებისას.

გაბედულებისთვის არსებობს ადგილები. რაც შეეხება უკომპლექსობა — არ ამკობს ადამიანს. და ეს იმითაც დასტურდება, რომ ძირითადად ადამიანები არ ბილწსიტყვაობენ. რაც შეეხება, ვერავის გააკვირვებო, გეტყვით: ამჟამად არის „ბაზარი“ — არის საქონელი. სამწუხაროდ მოსწონთ ის, რაც  ანადგურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც იტყვიან და არც მოისმენენ. მადლობა ღმერთს, როგორი დროც უნდა დადგეს „მორალური მუხრუჭები“ ზოგადად, არასდროს მოიშლება. ადამიანის გენეტიკური აპარატი, პრაქტიკულად მიწის ჭიის, ან მაიმუნის იდენტურია იმ უპირატესობით, რომ ადამიანის უმთავრესი კონსტრუქცია — სიტყვაა, რომელსაც აქვს უშუალო შეხება ჩვენს გენეტიკურ აპარატთან. დამტკიცებულია, რომ სულიერი სხეული გვანიჭებს არსებობას, მის გარეშე  უწესრიგო და მრავალსახა კუნთების და ძვლების ნაერთი ვიქნებოდით. გენეტიკურ აპარატს ესმის და აზროვნებს. დნმ აღიქვამს საუბარს და აზრს. მისთვის სულერთი არ არის, რას ვამბობთ, რა ფილმს ვუყურებთ, რაზე ვფიქრობთ. ყველაფერი აღიბეჭდება ტალღოვანი გენით, ანუ, ტალღოვანი გენეტიკური პროგრამით, რომელიც ამა თუ იმ კუთხით ცვლის შთამომავლობის ყოველ უჯრედს. ამიტომ უფლის არსებობას რამდენიმე განზომილებაში ადასტურებენ, გამოდის, რომ ყველაფერს გარკვევით ხედავს და ჩვენი სიტყვების და ქცევების შესატყვისად ვცხოვრობთ. სიტყვები ელექტრომაგნიტური რხევებია, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს დნმ-ს სტრუქტურის იმ მოლეკულებზე, რომლებიც პასუხს აგებენ შთამომავლობაზე. თუ საუბარი დატვირთულია უარყოფითი სიტვაწარმონაქმენებით, დნმ სახეცვლილებას იწყებს და მომავალ თაობას უკვე დამახინჯებული გადაეცემა, მაშინ, როცა გენეტიკურად არცერთი ავადმყოფობა არ გადადის და არ ვითარდება თუ პროვოცირება არ მოხდა. რასაც „დამანგრეველ“ სიტყვებზე ვერ ვიტყვით და გაცილებით სახიფათოა.

პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, რა რის გენეტიკა?

ზოგადად ცოცხალი ორგანიზმების განვითარების ფუნქციების შენახვას და თაობიდან თაობაზე გადაცემის გენეტიკურ პროგრამას  სამი ძირითადი მაკრომოლეკულა უზრუნველყოფს: დნმ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, რნმ-რიბონუკლეინის მჟავა და ცილები — ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური მასალის — ქრომოსომების ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მათი მეტად რთული აღნაგობის ცოდნა ჩვენთვის აუცილებელი არ არის, მაგრამ ცნობისთვის: მისი მოვალეობაა ინფორმაცია ადამიანური სტრუქტურის შესახებ დნმდან ცილის სინთეზის ადგილზე გადაიტანოს… ცილები ეს მუშა ნაკრებია, რომელიც უნივერსალურია ყველა ორგანიზმისთვის, რომელიც ახორციელებს ნივთიერებათა ცვლას მეტაბოლიზმს, ხოლო ტორსიონული ველის ინფორმაცია განსაზღვრავს, როგორი თანმიმდევრობით და ცილების როგორი მატრიცით მოხდება ამინომჟავების აგება. უმთავრესია, რომ დნმ და ცილები რკინის ატომების სახით შეიცავენ კოსმოსისკენ მიმართულ ანტენას. მისი საშუალებით იღებენ მმართველ ინფორმაციას, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი, მცენარე თუ ცხოველი.

Loading…

ვისაც საუბარი შეგვიძლია სულერთია რომელ ენაზე, ვართ  სიტყვების მარაგის — სრულიად უნიკალური „იარაღის“ მფლობელები: პირდაპირი გაგებით: როგორც ვლაპარაკობთ, ასევე ვცხოვრობთ.  სიტყვები ჩვენი აზრების ჩასაცმელებია, ხოლო სიტყვების ენერგიას  უფრო მეტი სტრუქტურა აქვს და აზრების ენერგიასთან შედარებით გაცილებით მალე აყალიბებენ მატერიას. არის შემთხვევები, რომელიც ამაში  ხმის ამოუღებლად გვაჯერებს, დადასტურებულია, რომ სიტყვებს, ლოცვის სახით, შეუძლია ყველაზე სახიფათო დაავადების მკურნალობა. ეს აღმოჩენა გააკეთა გერმანელმა ფსიქოლოგმა ნოსარატ პეზეიკმა, რომელმაც ჯერ მონახა დამანგრეველი სიტყვები, ხოლო შემდეგ მისი გაუვნებელყოფა ისწავლა და დაადასტურა, რომ სიტყვა აპროგრამებს სხეულს და არის ყოველი ადამიანის ლექსიკაში.  სიტყვები აკონტროლებენ ჩვენს ჯანმრთელობას: ორგანული სიტყვა — ეს სიტყვები და გამოთქმებია, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ ადამიანის ფიზიოლოგიურ ორგანოებზე. საშიში დამანგრეველ ამ ენერგიას თვით უძლიერესი გოლიათური აღნაგობაზე უარყოფითი ზემოქმედების უნარი აქვს დაანგრიოს. მეცნიერების დასკვნით ზოგადად „სიამოვნების“ ჰორმონი ყველას აქვს, მაგრამ მისი გამოვლენამდე კლავენ ჩანასახოვან მდგომარეობაში და უქონლობა ან ხელოვნურად მისი მოსპობა თავად გაუნათლებლობა უკვე ფსიქიური დაავადების პირველი ნიშანია. თუ დროზე მოხდა შეჩერება, ყველაფერი სწორდება — მავნე ზემოქმედება შთამომავალობაზე არ გადავა...   ალკოჰოლიკების შესანიშნავი შვილების შესახებ არის ცნობილი, მაგრამ არცერთი შემთხვევა არ არის ცნობილი, თუ ბოლომდე ერთად ცხოვრობდნენ. დამტკიცებულია: თანამცხოვრებნი ისეთივე ცხოვრებისთვის  იწირებიან, რასაც მათი მშობლები სიმთვრალეში ბილწი სიტყვებით უკვეთავენ. ზოგადად, არც ნარკომანია, არც ალკოჰოლიზმი და არც ნებისმიერი სხვა დაავადება გადამდები არ არის და არც გენეტიკურად გადადის. გენეტიკისთვის სულ ერთია როგორ მდგომარეობაში ხდება ბილწსიტყვაობა — როგორც მაპროვოცირებელი.

დაპროგრამების შემთხვევაში  კი სრულიად მოულოდნელი სახით ვლინდება. სულიერი იმპოტენცია ფიზიკურზე უარესია. ბილწსიტყვაობა ისევე, როგორც მუდმივი ალკოჰოლის ნარკოტიკების სამიზნეა სიამოვნების ჰორმონები რომელსაც კლავენ და შედეგად ცოცხალი რჩება მხოლოდ დაუძლეველ აგრესია.

ნუთუ ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო სიტყვებს ასეთი დამანგრეველი ზემოქმედების ძალა შესწევთ?

ასე ამტკიცებენ მეცნიერები: ადამიანი ჩვეულებრივი ცხოველია და თუ განათლება არ მიეცი, მარტო ცხოველური ინსტინქტის ამარა რჩება. ამიტომაც ზუსტად ისე იქცევა, როგორც ცხოველი, რომელსაც წვრთნა არა აქვს. თორემ ზოგიერთ პატრონის სიყვარულით გარემოცულ ცხოველს  შეურაცხყოფას ვერ მიაყენებ. საკუთარი დაავადების წამლის ძიების ნაცვლად საკუთარი თვის დასჯას იწყებენ და შთამომავლობისთვის საბოლოო განაჩენი გამოაქვთ.  ამდენად დამანგრეველი სიტყვების ამოცანაა — მხარი დაუჭირონ დაავადებას და მისცენ საშუალება პატრონის სხეულში იცხოვრონ და გაიფურჩქნონ. ბილწსიტყვა ადამიანი  თავს ვერ დააღწევს ავადმყოფობას, რომელიც  სხეულში სიტყვების წყალობით მატერიალიზდება და წარმოუდგენელს ხდის გამოჯანმრთელებას. კარგად დააკვირდით, ვინაიდან არც ისე ბევრი ნაცნობი გეყოლებათ, ვინც გამუდმივად ან ილანძღება, ან იგინება, ან იწყველება, ზოგადად  მოურიდებლად ბილწსიტყვაობს… გარწმუნებთ, თუ კარგად მიადევნებთ თვალს მათ ბედს, ამ სიტყვებსაც  და მეცნიერულ გამოკვლევებისაც ირწმუნებთ. ღვთისმგმობელების გენს დიდი გზა არა აქვს, ის გაწირულია და ეს ჩემი კი არა მეცნიერების პრაქტიკული ცდების შედეგად არის დამტკიცებული.

და ეს აქამდე ცნობილი არ იყო?

აქამდე მხოლოდ ეჭვები იყო, ამიტომაც დაიწყო ცდების ჩატარება, რომელიც ჯერაც დასრულებული არ არის მაგრამ ზოგიერთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა: ბილწსიტყვაობა ნორმალურ ჯანმრთელ ადამიანებში უარყოფით რეაქციას იწვევს, უხერხულობა იქმნება, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ხომ „უბრალოდ სიტყვებია“, მაგრამ არაფერს ეუბნებიან, რომ არ გაანაწყენონ და კიდევ უარესის მოსმენა არ მოუხდეთ, ანუ, გასაგებია, რომ ასეთებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ცხადია, საკუთარ შთამომავლობას მისდა უნებურად წირავენ, რადგან ბილწსიტყვაობა განაჩენია, ნებისმიერი სხვა დაავადებიდან მხოლოდ ნარკომანიას და ალკოჰოლიზმს თუ შევადარებთ, რომლისგან თავდაღწეულები არსებობენ. არც ბილწსიტყვები მიიჩნევენ თავს ავადმყოფებად, შედეგი მხოლოდ მათ შთამომავლობაზე იკითხება. როგორი უცნაურიც უნდა ჩანდეს, დამანგრეველ სიტყვები ვერ ამჩნევენ მათი მატარებლები, ან არაფრად მიიჩნევენ, არც იმას აქცევენ ყურადღებას, ხშირად თავად არ  იციან, რატომ ანიჭებენ უპირატესობას გინებას, რომელიც დროთა განმავლობაში აგრესიისგან განმუხტვის საშუალებად ეჩვენებათ.

მაგრამ ვიცი ისეთი შემთხვევაც, რომ ბილწსიტყვა ადამიანებს სსრულიად განსხვავებული შთამომავლობა ჰყავთ. ბილწ სიტყვას მათგან ვერ გაიგონებ.

დიახ, ასეა. მაგრამ ეს განაჩენს არ ცვლის. არგამრავლების კოდი ჩადებულია და მისი დანგრევა მხოლოდ ღვთის ნებით, მხოლოდ ისევ სიტყვებით ლოცვით არის შესაძლებელი.

რა არის ბილწსიტყვაობის ვთქვათ, გინების საფუძვლები?

მეცნიერების აზრით, რეალური მიზეზი ოსტატურად არის შენიღბული და წარმოთქმული სიტყვები  ზუსტად გამოხატავს არსს: ფიზიკური ან ფსიქიკური გასაჭირი. მათ არ იციან (ამ სიტყვას მაინც ვერ გავექეცი) სიამოვნების ფერმენტების არსებობის შესახებ. ისევე, როგორც ზოგადად ფსიქოპათი სხვა სახის მანიაკებისთვის თვით სქესობრივი აქტიც მათთვის ღვთაებრივი ნეტარება  კი არა, მხოლოდ მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ავადმყოფური ვნებების ჩაცხრობის და დამშვიდების საშუალებაა ისევე, როგორც ბუნებრივი სხვა მოთხოვნილებების.

ზოგადმა დაკვირვებამ ზოგიერთი დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა მეცნიერებს და დაახლოებით ასე გამოიყურება: ბილწსიტყვაობენ სიყვარულში ხელმოცარული სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ნიმფომანი ან ფრიგიდული ქალები. ორივე პათოლოგიაა და ავადმყოფობის სინდრომად ქცეული სიტყვები ბუნებრივია გენეტიკურად ამ დაავადების გადაცემას უზრუნველყოფს, სპობს ჯანსაღი მომავლის შანსს. არ იციან, რომ სულ ერთი არ არის როგორ სიტყვებს ამბობენ და შინაგანი მდგომარეობის შესატყვის აგრესიულს ანიჭებენ უპირატესობას და შესატყვისი შედეგი დგებაა. საქმე მომავალ თაობაზეა, რომელიც უკვე არსებობს და გრძელდება ზემოქმედება მის ფსიქიკაზე და მომავალი თაობა, რომელიც გაჩენილია დაავადებამდე დნმ-ზე მუდმივი ზემოქმედების შედეგად მშობლის იდენტური — გამეორება ხდება და სამწუხაროდ, გამრავლების შეწყეტის საფრთხის წინაშეა. ამ დასკვნების გასაკეთებლად მეცნიერები წლების განმავლობაში დაკვირვებას და გამოკითხვებს აწარმოებდნენ. მეტიც, დადასტურებულია, რომ ბილწსიტყვა ადამიანები ბევრი არ არის და მეტი წილი არაფხიზელ მდგომარეობაზე მოდის. ასევე შესწავლილია პროფესიები, რომლის წარმომადგენლები უფრო ხშირად ბილწსიტყვაობენ: უძველესი პროფესიის წარმომადგენლები, ფიზიკურად ზომაზე მეტად დატივრთულები და დანარჩენებზე უკვე მოგახსენეთ. სხვა ჯერჯერობით შესწავლილებს შორის არ გამოვლენილა.

რა უნდა ქნას ადამიანმა რომ მოიშალოს ბილწსიტყვაობა?

არაფერიც არ უნდა ქნას. თავიდან ვერც იგებს ადამიანი, უფრო ხშირად სხვისი წაბაძვით ან მის მიერ უკვე გაკეთებული სიბოროტეები აიძულებენ იბილწსიტყვაონ და ჩართავენ საკუთარ საუბარში აქტიურად დამანგრევლებს ძირითადად გინების და წყევლის სახით ჩადებენ კონკრეტული ავამყოფობის პროგრამას და მხოლოდ შემდეგ აღმოცენდება დაავადება იქ, სადაც სუსტი ადგილია და არა რაღაც ზოგადად დაავადება, არამედ სწორედ ის, რომელიც გქონდა დაკვეთილი და ამ დაკვეთის შესრულების შემდეგ უკვე სიტყვა-დამანგრევლები მთლიანად ფუძნდებიან აქტიურ მეტყველებაში და არად დაგიდევენ დაავადების მიერ უკვე განცხადებას მათი სურვილის ასრულებაზე. ბევრი სიტყვაა განსხვავებულად შენიღბული, მაგრამ ერთი და იგივე მავნე ზეგავლენის მქონე. გვეჩვენება რომ ღრმად ემოციურად მეტაფორებით ვლაპარაკობთ, სინამდვილეში საკუთარ არსებას ვაძლევთ ისეთ ზუსტ ბრძანებას, რომ ისეთი ემოციით, რომ ჩვენს სხეულს არ შეუძლია არ შეასრულოს და ასრულებს კიდეც. რადგან საკუთარ თავს ვერავინ ვერაფერს აუკრძალავს. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს. უბრალოდ, არ უნდა უნდოდეს ბილწი სიტყვების არც თქმა, არც გაგონება. სულ ეს არის.

მეცნიერების გამოკვლევები ზოგად დასკვნებს და რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

არასდროს წარმოთქვათ ისინი.

კეთილი ადამიანი ავ სიტყვას ვერ იტყვის.

„ავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა გულსა“. შოთა რუსთაველი

ვინც ბილწსიტყვაობს როგორადაც უნდა მიიჩნიოთ მასში ბოროტი ჭარბობს სამწუხაროდ და სწორედ ის უბიძგებს, რომელიც შემდგომში უკვე ანადგურებინებს  კიდევაც.

თუ ბილწსიტყვაობთ და მოგწონთ და სხვას ნურაფერს ნუ დააბრალებთ. ყოველი ბინძური სიტყვა ბინძური დაბინძურებული სულიდან მოდის და გარემოსაც აბინძურებს. სამწუხაროდ მათ, ვისაც ბილწი სიტყვებია გარეშე საუბარი საერთოდ არ შეუძლიათ ვერც ვერაფრით დავეხმარებით და ვერც ვუშველით. დაგვიანებულია. სხვებს თუ ვუშველით სამყარო გადარჩება და იმ უდანაშაულოებსაც დავიცავთ, ამქვეყნად გენეტიკას ცხოვრების გაგრძელების საშუალება მიეცემა.

ამ შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ!

არ დაუშვათ იყოთ ბილწსიტყვები — ღვთისმგმობელები!

შეკითხვაზე, რატომ ბილწსიტყვაობენ გამოკითხულთა დიდი პროცენტის პასუხებია: „ნერვები არ ყოფნის… ძაღლური ცხოვრება ძაღლივით მაყეფებს“… როცა ადამიანს ტოვებს დამანგრეველი სიტყვები მიდის მის მიერ გამოწვეული დაავადებაც.

მიაქციეთ ყურადღება, რას და როგორ ლაპარაკობთ, ნუ ჩამოაყალიბებეთ დაავადებას ერთი შეხედვით სრულიად „უწყინარი და უხიფათო“ სიტყვებისგან. გინება წყევლაც, ის ტყუილია, რომელიც სიტყვებშია მატერიალიზებული, ანუ რეალურად მკრეხელური სურვილების და სულში არსებული ქვენა აზრების გამჟღავნებაა.

ამ მკაცრი საუბრის ბოლოს მიიღეთ ჩემი მოკრძალებული ბოდიში, თუ ჩემმა ნათქვამმა ვინმეს გული ატკინა. როგორც ყოველთვის:

სრულიად გულწრფელი ვარ: ჟურნალისტს პასუხი გავეცი შეკითხვებს ბილწსიტყვაობაზე მეცნიერების დასკვნის შესახებ ისე, ცნობისთვის… თუმცა, ყველამ შესანიშნავად იცის, რასაც მეცნიერები ამტკიცებენ ყველაფერს ბოლომდე რომ ვენდოთ, ცოცხლებიც არ ცუნდა ვიყოთ. ჩვენს ოჯახში ბილწსიტყვაობა არ მახსოვს, მაგრამ სამწუხაროდ, სულ სხვა მიზეზით — შთამომავლობა არ მრჩება. ასე რომ, მკაცრად ნუ განმსჯით.

მომავალ საუბრამდე, მადლობა.

 ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

 

მსგავსი პოსტები

გინდ დაიჯერეთ გინდ არა

2019 წელს 75 მედიის თანამშრომელი გარდაიცვალა. დაზარალებულთა სიაში ქართველიც მოხდა

Joni Kvaracxelia

ბევრი რამ, რაც გარკვეულია არ ვიცით…

Joni Kvaracxelia

2 комментария

ბელა 17.06.2020 at 11:49

ძალიან საინტერესო სტატიაა. სიამოვნებით გავცანი. ბევრი დამაფიქრბელი და საგულისხმო საკითხია წაოწეული. დიდი მადლობა.

Reply
ქეთი 18.06.2020 at 22:49

ბედნიერებაა თქვენნაირი მკითხველი… მადლობა, ბელა

Reply

დატოვე კომენტარი