საინტერესო

კინოფესტივალი ეძებს მოხალისეს, რომელიც მზად იქნება იზოლირების პირობებში შუქურა-კუნძულზე უყუროს ფილმებს

გოტებორგის კინოფესტივალმა გამოაცხადა მოხალისის მიღება, რომელიც მზად იქნება ერთი კვირა იზოლირებულად და მხოლოდ ფილმის ყურებაში გაატაროს დრო. მოხალისეს განათავსებენ პატერ ნოსტერის იზოლირებულ კუნძულ-შუქურაში, სადაც მას 60 ფილმის ყურება მოუწევს  ფესტივალის პროგრამიდან.

ფილმის ყურება დასვენების ერთადერთი სახეობაა: მოხალისეს არ შეუძლია თან იქონიოს წიგნი, გაჯეტი და არც სხვა ადამიანთან ერთად ყოფნა. რაც მას შეეძლება და აუცილებელიცაა — ვიდეო ბლოგების ჩაწერა, რომელსაც შემდეგ ფესტივალზე აჩვენებენ.

ფილმის გულშემატკივართან ერთად მხოლოდ ფესტივალის თანამშრომელს დატოვებენ: რომელიც დროდადრო მისცემს პლანშეტს ან კომპიუტერს ვიდეოს ჩასაწერად.

Loading…

მოხალისე იცხოვრებს არა შიგ შუქურაში, არამედ ამისთვის განკუთვნილ სახლში, სადაც გამოყოფილი იქნება საძინებელი, სამზარეულო, საშხაპე და საპირფარეშო. ფილმების ყურება შესაძლებელი იქნება როგორც პირად კინო თეატრში, ისე საწოლში ან კუნძულის რომელიმე სხვა ნაწილში — ამისთვის არის სპეციალური პლანშეტი ყურსასმენებით. მოხალისეს არ ეყოლება მზარეული, თუმცა ისინი მათთვის სასურველი საკვებით მომარაგდებიან.

ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეიტანოთ განაცხადი: დაარწუნოთ კინოფესტივალის წარმომადგენლები, თუ რატომ უნდა აგირჩიონ თქვენ. წერილები მიიღება 17 იანვრამდე. შემდეგ ჟიური შეარჩევს ყველაზე საინტერესო აპლიკაციებს და მოაწყობს ონლაინ ინტერვიუს მათ ავტორებთან. ორივე კვალიფიკაციის იღბლიან გამარჯვებულს კუნძულზე გაგზავნიან 30 იანვარს.

ფესტივალის ორგანიზატორებმა ექსპერიმენტის მიზნით იზოლაციის თემის გათამაშება გადაწყვიტეს, რომელიც კორონავირუსული პანდემიის გამო გახდა აქტუალური. იმავე მიზეზით, ისინი ჩაატარებენ სხვა, მსგავს აქციასაც: მოაწყობენ ფილმების ჩვენებას ცარიელ სტადიონზე და ცარიელ კინოთეატრში ერთი ადამიანისთვის.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში (სრული ვერსია)

Joni Kvaracxelia

ციმბირში, სოფელი მოსახლეობასთან ერთად გასაყიდად გაიტანეს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ესპანეთის სამხედრო ძალების გენერალს უცნაური მიზეზით მოუწია თანამდებობიდან გადადგომა

2 комментария

ეკატერინე 11.01.2021 at 00:13

სად გავაგზავნო წერილი?

Reply
Joni Kvaracxelia 11.01.2021 at 00:20

ფესტივალის მისამართია:

Goeteborg International Film Festival
​Olof Palmes Plats 1
413 04 Gothenburg
Phone: +46(0)31-339 30 00
Email: info@giff.se

Reply

დატოვე კომენტარი