ზურაბიშვილის განცხადებას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ

0
792

«არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება», — თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე. პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურენ როგორც მთავრობის წარმომადგენლები ასევე ოპოზიციის ლიდერები.

ღარიბაშვილის თქმით, მიუღებელია ქვეყნის მთავარსარდლის მხირდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება. «არ ვიცი რას გულისხმობდა ის, ალბათ მეტ კონკრეტიკას და ახსნას საჭიროებს. მე როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, დიდება ჩვენ სამხედროებს, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი სამხედროები ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან», — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარი ასევე გააკეთა ოპოზციის ლიდერმა ნიკა მელიამ: “ როდესაც ზურაბიშვილის ეს განცხადება მოვისმინე, თავი რიგით ჯარისკაცად წარმოვიდგინე, რომელიც არის ჯარში, ყაზარმაში. რა განცდა ან შთაბეჭდილება უნდა დარჩენოდა ათასობით ქართველ ჯარისკაცს უმაღლესი მთავარსარდალი როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს? ეს შემთხვევითი არ არის. ეს ადამიანი არ ემსახურება საქართველოს, სახელწიფოს ინტერესებს. ზურაბიშვილი ემსახურება ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესებს, მგონია უკვე ყველა დავრწმუნდით ამაში. შემთხვევითი წამოცდენები ეს არაა, ესაა კარგად ნაფიქრი, გააზრებული განცხადებები, რომელიც კეთდება მისი მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი აუცლებლად დაასრულებს პრეზიდენტად ყოფნას იმპიჩმენტით. ეს არის წარმოუდგენლად მავნე თანამდებობის პირი, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ასეთი განცხადებები შემდეგ, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, ეს ადამიანი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ უფრო სამარცხვინო მცდელობებს ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან, როგორ ამართლებენ ამ ადამიანს.»

თბილისს მერი კახი კალაძე ასევე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის განნცხადებას და აღნიშნავს რომ პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება როდესაც საუბარი ეხება ჯარს: “მე მგონია, რომ პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა ის საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს, ის გახლავთ მთავარსარდალი. ჩვენ გვყავს ჯარი, გვყავს, ღირსეული ჯარისკაცები, გვყავს გმირები. ადამიანები, რომლებიც მართლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი. ჩვენი ჯარისკაცები არიან წარმატებულები სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე კიდევ ერთხელ, თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ გმირს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. ” — განაცხადა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ვიდეომიმართვით ასევე გამოეხმაურო საქრათველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკკაშვილი: «ეს არის გამოხატულება შურისძიებისა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან და რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან ჩვენს ჯარებზე, რომლებმაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ცამეტი თუ თოთხმეტი საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რაც ავღანეთის ომის შემდეგ არავის გაუკეთებია. ეს არის შურისძიება იმ ქართველ ოფიცრებზე, რომლებიც უკრაინაში იცავენ ჩვენ ქვეყანას და საქართველოს სახელს. ეს არის შეურაცხყოფა ათეულობით ათასი მოქმედი ქართველი სამხედროსი და ასევე ასობით ათასი ვეტერანის საქართველოს შეიარაღებული ძალების. ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და შინდისის გმირების. მაგრამ, ამის გარდა, ეს არის შეგნებული პოლიტიკის გამოხატულება. რას ნიშნავს არა გვაქვს იარაღი?! საქართველო აწარმოებდა საწარმო DELTA-ში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო იარაღს თავის კატეგორიაში. ყველაზე წინწასულ ელექტრონულ სისტემას «ლაზიკას» საბრძოლო მანქანებზე. საუკეთესო ჯავშანტრანსპორტიორს «დიდგორს». პირველად მსოფლიოში უხმო ყუმბარმტყორცნს. ამას გარდა, 2012 წელს მე მოვაწერე ხელი ობამასთან, რომლის მიხედვითაც აშშ აწვდის ძალიან დახვეწილ იარაღს საქართველოს. ამიტომ საქართველოს იარაღი აქვს და შეუძლია აწარმოოს ძალიან მაგარი იარაღი», — ამბობს სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე თქვა: «არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი».

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ