განცხადებებიპოლიტიკა

რა წერია პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ დოკუმენტში?

«2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მოქმედი პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში…

«მხარეები ითვალისწინებენ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომლის თანახმად, „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, ზოგადად, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ამის მიუხედავად, ამომრჩეველზე ზეწოლისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის წაშლის შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. ფორმალისტური ნიშნით საჩივრების უმრავლესობის სისტემურმა უარყოფამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება»

მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში ზემოთ მოცემული შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია»– ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ წინადადებაშია ნათქვამი.

Loading…

მსგავსი პოსტები

საფრანგეთის საელჩომ საქართველოში 14 ივლისს ეროვნული დღესასწაული აღნიშნა

» «იბერიას» დარბევა იყო ჩვენი, უხეში შეცდომა! გადაცდომა!»-მიხეილ სააკაშვილი

«ალბათ დღეს უბედნიერესია ბიძინა, ახლა ჩვენი კითხვები რომ არ ესმის»-თამარ ბაღაშვილი

3 комментария

ჩარკვიანი: ამ ტიპის დოკუმენტს «გამარჯვებად» ვერ გავაფორმებთ, მეტიც ამით ოლიგარქს ვუხანგრძლი 19.04.2021 at 09:08

[…] პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკუ… თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა: […]

Reply
«ხელს ვინც მოაწერთ , მერე ? ეკონომიკა აყვავდება ? სამუშაო ადგილები შეიქმნება ? გაჭირვებას დაამარ 19.04.2021 at 09:23

[…] პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკუ… ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა: […]

Reply
«მოდით დეტალებს ჩავხედოთ…თავს ნუ მოვიტყუებთ»-სააკაშვილი შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტ 19.04.2021 at 13:43

[…] სააკაშვილი «მთავარი არხის» ეთერში შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტ… […]

Reply

დატოვე კომენტარი