განცხადებები

«ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის»-გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  პარტიის პოლიტსაბჭოსთან იმსჯელებს შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტის თაობაზე.

«დღეს რომ შევედი, დავარქვი, რომ იქნებოდა შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ ვიცი დემონსტრაციულად, არ ვიცი, როგორ, მაგრამ არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე დ, როგორც ვიცით, მხოლოდ ესემესით შეატყობინეს ჩვენს მასპინძლებს, რაც არის საოცარი მიდგომა, სახელისუფლო ძალის მხრიდან ასეთი მიდგომა ჩემთვის არის უბრალოდ შოკისმომგვრელი, რამდენჯერმე ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, წარმოუდგენელია. მე მაქვს ხელში დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდება, ეს არის, ფაქტობრივად, შეიძლება ასე ითქვას, საბოლოო დოკუმენტი, რომელშიც ტექნიკური ცვლილებები შეიძლება შევიდეს. შეიძლება, მე ბევრი რამ მინდოდა, კიდევ ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით.

თითოეულმა მოქალაქემ რომ გაიგოს, რა წერია ამ დოკუმენტში, ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი. ორივე საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, შეიძლება იყოს პრეზიდენტის მიერ შეწყალება, ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება გამოყენებული იყოს და არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება როგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43 პროცენტის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით»-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯეიმს აპატურაი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას ეხმაურება

«ჩვენი კვლევების ცდომილება იყო სირცხვილი, 14 % ცდომილება სირცხვილია ამას კვლევა არ ჰქვია დამეთანხმებით…»-ბიძინა ივანიშვილი

Joni Kvaracxelia

«ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის»

roma sajaia

დატოვე კომენტარი