განცხადებები

ტატუნაშვილის გარდაცვალებას გმობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი

„მოვუწოდებთ როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ჩატარდეს სრული და გამჭვირვალე გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და დაისაჯონ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები. ასევე, მოვუწოდებთ, დაუყოვნელივ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლება  და მათი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა”,- ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებაში.

თანამომხსენებლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, კერსტინ ლუნდგრენი და ტიტუს კორლატეანი საგანგებო განცხადებით ეხმაურებიან. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯობია გაათავისუფლოთ ის მაინც გათავისუფლდება»-ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ტრენაჟორებზე ვარჯიშის დროს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

გაერთიანებული ოპოზიცია საყდრისს ესტუმრა

Joni Kvaracxelia

სამივე დაშავებულ ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები აღენიშნება — ლევან რატიანი

დატოვე კომენტარი