განცხადება/მიმართვა

“სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 800 ლარი გახდება”-გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი გახდება.

“განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სიტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი და უკვე 2020 წლიდან უკვე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ჩვენ კონკურენტად განვიხილავთ არა სალომე ზურაბიშვილს, არამედ სახელისუფლებო რესურსს”-დავით ბაქრაძე

Joni Kvaracxelia

კამპანია “დარჩი სახლში” ბრუნდება

“ივანიშვილი ყოველ წელს 36 მილიონ დოლარს მირიცხავდა…10 მილიონი ქეში მქონდა კაბინეტში”-ოქრუაშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი