განცხადებები

კამპანია «დარჩი სახლში» ბრუნდება

ლოზუნგი – „დარჩით სახლში“ ბრუნდება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოწოდებაა, რომ მოსახლეობამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს არსებული რეკომენდაციები – გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში.

„ბატონმა ამირანმა „დარჩით სახლში“ ლოზუნგი განაცხადა და ამას მეც მოვუწოდებ დღეს ჩვენ მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სწორედ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ არ დავაწესოთ არანაირი შეზღუდვები.

ვინაიდან სამთავრობო გუნდს არ აქვს მიზნად დააწესოს შეზღუდვები, მაგრამ რეკომენდაციას გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არის მაღალი რისკის მატარებელი და ეს უკვე რიცხვებიდანაც მტკიცდება და ამას ამტკიცებს ის სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი მოქალაქეები გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რა მოწოდებას ავრცელებს სახალხო დამცველი

ბახტაძე: შსს-ს, გიორგი გახარიას ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა

«შენ იყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, როცა 150%-იანი სესხები გაიცემოდა. ერთი ხმა ამოგიღია?»-ზარქუა გიორგი ვაშაძეზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი