განცხადებები

დმიტრო კულება — უკრაინას აქვს საკმარისი იარაღი, რომ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყოს

კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, კონტრშეტევა უკრაინას მოუტანს გამარჯვებას, რომელიც მას ნატო-ში გასაწევრიანებლად სჭირდება.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა უკრაინამ კონტრშეტევა, კულებას პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა ის, თუ როდის დაიწყო, არამედ ის, რომ ეს უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატო-ში გაწევრიანებაზე.

„ნატო-ს წევრობა ვერ შეაჩერებს ამ ომს, მაგრამ შეაჩერებს შემდგომ ომებს. სწორედ ამიტომ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზა არის იმ მომენტამდე მისვლა, როდესაც უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა კულებამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

 ზვიად კუპრავა სამეგრელოშო 10-მდე შვილმკვდარ ოჯახს შეხვდა

«ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს»-სააკაშვილი(ვიდეო)

«ჩვენ არც ერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება საქართველოს ტერიტორიაზე”-ირმა ინაშვილი

დატოვე კომენტარი