სენსაცია, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა, შავი ხვრელის პირველი ნამდვილი ფოტო გავრცელდა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტელესკოპებით გადაიღეს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, შავი ხვრელის ზომა მზეზე 6.5 მილიარდჯერ მეტია.
ფოტო, რომელიც მეცნიერებმა წარმოადგინეს მთელი მსოფლიო განაცვიფრა, ასი წლის წინ ამაზე აინშტაინი ოცნებობდა და ამის ნახვას ვერ მოესწრო ლეგენდარული სტივენ ჰოკინგი.
ფოტოზე ჩანს სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული.
შავი ხვრელები ამოუცნობი კოსმოსური ობიექტებია, რომლის უზარმაზარი გრავიტაციისგან გაქცევა არაფერს ძალუძს, თვით სინათლესაც კი.
Loading…

