სხვადასხვა

აშშ-ის საელჩოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა მხარდამჭერი აქცია გამართეს (ფოტოები)

დღეს, სამოქალაქო აქტივისტებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ გამართეს კელი დეგნანის  მხარდამჭერი აქცია. აქციის მონაწილეები მიესალმნენ ახლადადდანიშნული ელჩის, კელი დეგნანის ჩამოსვლას. მათ მადლობა გადაუხადეს ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს გაწეული დახმარებისთვის. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით ბოლო პერიოდში სენატორებისა და კონგრესმენებისგან საქართველოს ხელისუფლების სახელზე გამოგზავნილი კრიტიკული წერილები საქართველოს მოქალაქეების პოზიციას გამოხატავს. მსგავსი ტიპის აქციები გაიმართა გორში და დაბა ჯვარში.

Loading…

მსგავსი პოსტები

ვინ ჩაანაცვლა პარლამენტში ნიკა მელია?

ირანმა აშშ უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამოძიებაში ოფიციალურად მიიწვია

«ქალაქში ერთი ტუალეტის გახსნა მაინც უნდა შეგეძლოს ქალაქის მართვაზე, რომ გაქვს პრეტენზია»-ქუთაისის მერიაში ღამის ქოთნები მიიტანეს

დატოვე კომენტარი