განცხადება/მიმართვა

საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

“გუშინ, 2021 წლის 24 მარტს, ჭყონდიდის ეპარქიაში კვლავ დაძაბული ვითარება იყო. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბალდის მამათა მონასტერში წირვა აღავლინა.

სასულიერო პირები, რომლებიც 8 მარტს მარტვილში გამართულ სამღვდელო შეკრებაზე მას სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ, წირვის შემდეგ, მრევლის ნაწილთან ერთად, მეუფეს მონასტერში შეხვდა.

ხანგრძლივი საუბრისას ისინი კვლავ ცდილობდნენ სიტუაციის დაძაბვას, დაიწყეს სიტყვიერი დაპირისპირება, ისმოდა შეურაცხმყოფელი ბრალდებები, პროვოკაციული შეძახილები.

საბოლოოდ, სასულიერო პირები მეუფეს მონასტრის ტერიტორიის დატოვებას აიძულებდნენ.

საგულისხმოა, რომ ამ ინციდენტს წინ უძღოდა 22 მარტს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც იგი ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს მოუწოდებდა, არ დამორჩლებოდნენ ეპარქიის ახლად დადგენილ მღვდელმთავარს”-აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

ვაქცინა ამერიკაში შეიძლება არჩევნებამდე იყოს-ტრამპი

კალაძე ოპოზიციას: თქვენ ნულები ხართ!

ემუქრება თუ არა საქართველოს სასიკვდილო კორონავირუსი?-ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი