განცხადებები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა

ისრაელის საელჩო მიესალმება საქართველოს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ 27 იანვარი ოფიციალურად ცნოს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების საერთაშორისო დღედ და ის საქართველოს ეროვნული კალენდარის ღონისძიებათა რიცხვში შეიტანოს.
1945 წლის 27 იანვარს წითელმა არმიამ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა. შესაბამისად, აღნიშნული დღე 2005 წლის 1 ნოემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 60/7 რეზოლუციით განსაზღვრული იქნა, როგორც ნაცისტური რეჟიმის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს მოკლული 6 მილიონი ებრაელის ხსენების საერთაშორისო დღე.
ისრაელის საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მათ მიერ გაწეული დიდი შრომისთვის, კეთილი ნებისთვის და თანამშრომლობისთვის ამ მნიშვნელოვანი საკითხის მხარდასაჭერად.
The Embassy of Israel congratulates the Georgian government on today’s decision, officially recognising 27th January as the International Day of Commemoration in memory of the victims of the Holocaust, and incorporating it into Georgia’s national calendar of events.
On 27th January 1945 the Auschwitz concentration camp was liberated by the Red Army. That date was, therefore, designated by the United Nations General Assembly resolution 60/7 on 1 November 2005 as an International commemoration date for the 6 million Jews murdered by the Nazi regime during the Second World War.
The Embassy of Israel is most grateful to the Georgian government & Ministry of Foreign Affairs for their hard work, good will and generous cooperation in promoting this important issue.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«5 წუთში გავზრდი პენსიას 50 ლარით»-დავით ბაქრაძე

ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს

Joni Kvaracxelia

ნანუკა ჟორჟოლიანის «ფეისბუქი» გატეხეს?- ტელეწამყვანი განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი