განცხადებები

კალაძე ოპოზიციას: თქვენ ნულები ხართ!

ყველა კარგად ხედავს ამ ქვეყანაში, რომ მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუესა და სიყალბეზე. მერე დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. ცხადია, როდესაც ასეთი სიცრუეა თქვენი დღის წესრიგი, მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. შესაბამისად გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც რეალური და ნამდვილია, — ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სდომაზე განაცხადა.

კალაძე გამოეხმაურა მეტროს ტენდერთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ტენდერი 2020 წლის თებერვალში იყო გამოცხადებული და ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს პირდაპირ ომსა სანქციებს დაუკავშიროს ეს თემა. მისივე თქმით, კომპანიას, რომელმაც გაიმარჯვა გამოცხადებულ ტენდერში პროდუქცია მიწოდებული აქვს სოფიასთვის, ბუდაპეშტისსა და სერბეთისთვის. თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა განცხადებებს, თითქოს ეს კომპანია დაკავებული იყო იარაღის წარმოებით.

„ამდენი ტყუილის მოგონება, არ ვიცი ეს ყველაფერი რას უკავშირდება. მაგათ ჰგონიათ, რომ ჩვენ წყალს ჩავიგუბებთ პირში და გავჩუმდებით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გამარჯვებულ კომპანიას, არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებასთან“, — განაცხადა კალაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«რომ არა ღმერთი! დღეს ვერ გეტყოდით რომ ცხოვრება გრძელდება და ძალიან მიყვარხართ!»-ნინო შუბლაძე

ვასილ სიხარულიძე: ვერ გააკეთებს ეს ოპოზიცია, გაჩნდება სხვა ოპოზიცია

Joni Kvaracxelia

შეთანხმების დოკუმენტს თუ ხელის მოწერაა, ნიკა მელიამ უნდა მოაწეროს ხელი -კახა ოქრიაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი