მეხანძრე-მაშველებმა, თბილისში დაბა წყნეთში ხევში ჩავარდნილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს.
“თბილისი – დაბა წყნეთი. მეხანძრე-მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს.
მოქალაქეები შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, დაახლოებით 15 მეტრის სიღრმის ხევში იმყოფებოდნენ და ამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.
ცუდი ხილვადობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე რამდენიმე წუთში გამოიყვანეს.”-აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/405167086702386/?v=405167086702386
Loading…
