განცხადებები

პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებაზე 55 ადამიანი დაშავდა

პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს, განცხადდებაში აღნიშნულია რომ 55 ადამიანს სამედიცინო დახმარება გაეწია, აქიდან 38 პოლიციელია ხოლო 17 მოქალაქე,  23 პოლიციელი კი ამ დრომდე თელავის საავადმყოფოში რჩება.

«შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.

ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება.»-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«მიშამ დაიწყო ბიძინას მიბაძვა ამომრჩევლის გადაგდებაში — მისი “ჩამოსვლის” დრამა უკვე ანეკდოტია»-ჩერგოლეიშვილი

roma sajaia

«უდაბნოს მონასტერში ათასზე მეტი ქართული წარწერაა გაკეთებული მომლოცველების მიერ…დავით გარეჯი ქართული ძეგლია…»

Joni Kvaracxelia

«შეკითხვაზე, შევიწყალებ თუ არა ვანო მერაბიშვილს, უყოყმანოდ გიპასუხებთ, რომ კი»-დავით ბაქრაძე

დატოვე კომენტარი