განცხადება/მიმართვა

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი იმყოფება მულტიფუნქციურ კლინიკაში

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. „რა სამედიცინო საჭიროება არსებობს, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში? – კითხულობს მდინარაძე და განაგრძობს, – დღეს გვესმოდა განცხადებები, „გადაიყვანეთ საავადმყოფოში“. საავადმყოფოშია. გვესმის მოწოდებები, რომ „გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში“, ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში“. მამუკა მდინარაძემ დაამატა: „ისე ხმოვანდება ოპოზიციის „ფეიკ-მესიჯები“, რომ თითქოს ის არ არის საავადმყოფოში. თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა, რა სერვისის საჭიროებაა, რომელიც არ ეწევა პატიმარ სააკაშვილს? CT [კომპიუტერული ტომოგრაფია] თუ სჭირდება, ის არის, მაგრამ თუ შესაძლოა, დაჭირდეს, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანიზაცია“.

Loading…

მსგავსი პოსტები

“როდესაც მიხვდებით რას ნიშნავს შვილს როცა სადისტურად გიკლავენ და მერე მის სულში აფურთხებენ მაშინ ვისაუბროთ დანარჩენზე”

Joni Kvaracxelia

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია-ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და, მარიამ სარალიძე ემოციურ ვიდეომიმართვას ავრცელებს(ვიდეო)

დატოვე კომენტარი