განცხადებები

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი იმყოფება მულტიფუნქციურ კლინიკაში

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ილაპარაკა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. „რა სამედიცინო საჭიროება არსებობს, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში? — კითხულობს მდინარაძე და განაგრძობს, — დღეს გვესმოდა განცხადებები, „გადაიყვანეთ საავადმყოფოში“. საავადმყოფოშია. გვესმის მოწოდებები, რომ „გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში“, ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში“. მამუკა მდინარაძემ დაამატა: „ისე ხმოვანდება ოპოზიციის „ფეიკ-მესიჯები“, რომ თითქოს ის არ არის საავადმყოფოში. თუ იმ საავადმყოფოში არ არის რაღაც სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა, რა სერვისის საჭიროებაა, რომელიც არ ეწევა პატიმარ სააკაშვილს? CT [კომპიუტერული ტომოგრაფია] თუ სჭირდება, ის არის, მაგრამ თუ შესაძლოა, დაჭირდეს, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანიზაცია“.

Loading…

მსგავსი პოსტები

«დავიწყოთ ცხოვრება წინ და არა სულ გარჩევა იმის, წარსულში ვინ ვის წინაშე იყო დამნაშავე»-ლევან იოსელიანი

roma sajaia

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადყოფნა გამოაცხადა

«მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან»-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დატოვე კომენტარი