მსოფლიოში

მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციების კრიტერიუმები დამტკიცდა

ევროკავშირმა მიგრანტთა კრიზისის გამო ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების კრიტერიუმები დაამტკიცდა. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მიგრანტების რაოდენობა ერაყიდან, ავღანეთიდან, კონგოდან და კამერუნიდან ბელარუსის საზღვარზე გაიზარდა.

ევროკავშირის მინისტრების განცხადებით, სანქციები ძირითადად იმ ინდივიდებსა და ორგანიზაციებზე დაწესდება, რომლებიც ხელს უწყობენ არალეგალურ მიგრანტთა რიცხვის ზრდას. დიდი ალბათობით სანქციები შეეხება იმ ტურისტული სააგენტოები, რომლებიც არალეგალურ მიგრანტებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებენ, და ის ავიაკომპანიები, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთიდან აქვთ ფრენები.

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მინკისადმი ბრალდება – თითქოს ხელს უწყობს ევროკავშირის ქვეყნების საზღვართან მიგრანტთა კრიზის ზრდას, «აბსურდულია». ლუკაშენკოს მტკიცებით, მინსკისთვის ევროკავშირის სანქციებს საპასუხო რეაგირება მოჰყვება.

«მინსკის მაგალითზე, ევროკავშირზე ზეწოლისათვის ლტოლვილთა იარაღად გამოყენების არაადამიანური მექანიზმი, ბოლო დღეებში გაუმჯობესების ნაცვლად, უფრო და უფრო გაუარესდა». – წერს გერმანიის ევროკავშირის მინისტი ჰაიკო მაასი.

ბოლო თვეში, ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალი მიგრანტების ჯგუფების გამო, სიტუაცია დაიძაბა ბელარუსსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს, განსაკუთრებით პოლონეთს შორის. ბელარუსიდან მომავალი მიგრანტების ჯგუფები პოლონეთის საზღვრის გარღვევას ცდილობენ. ვარშავამ საზღვრებზე ჯარისკაცთა რაოდენობა გაზარდა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ფლორიდაში ქარიშხალ იენს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას ათეულობით მსხვერპლი მოყვა. არიან დაშავებულებიც

სლოვენია პირველია ევროპაში, რომელიც მზად არის გამოაცხადოს პანდემიის დასრულება

დატოვე კომენტარი