განცხადება/მიმართვა

მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს  დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს  დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“აზერბაიჯანელმა ხალხმა დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის გზაზე მრავალი სირთულე გადალახა და დღეს აზერბაიჯანი აყვავებული და წარმატებული სახელმწიფოა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული ადგილი აქვს დამკვიდრებული. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა მრავალ საუკუნეს ითვლის. დღესაც ჩვენ, ერთად ვესწრაფვით, განვამტკიცოთ და განვავითაროთ მეგობრული კავშირები და ორ ქვეყანას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენი ერების შემდგომ წინსვლასა და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს. აზერბაიჯანის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში. ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და ვუსურვო მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს კეთილდღეობა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო”, -აღნიშნულია  მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.

Loading…

მსგავსი პოსტები

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარების თარიღი ცნობილია

მელიას დასაკავებლად შენობაში 200 პოლიციელი იყო შესული-ვახტანგ გომელაური

„ნაციონალურ მოძრაობა“, თქვენი ტელევიზია, იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები და უამრავი ადამიანის სიცოცხლე”-კალაძე(ვიდეო)

დატოვე კომენტარი