განცხადებები

მდინარაძე: დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემები სააკაშვილის დროს შეიქმნა და გაღრმავდა

ფრაქცია «ქართული ოცნების» თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან დავით გარეჯთან დაკავშირებით გააკეთა.

«არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ორ-ორი დღის ინტერვალში ქვეყნდება კვლევები, რომლებიც სულ რაღაც 30-40%-ით არიან აცდენილნი არჩევნების შედეგებს. კვლევები ასევე გვამცნობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, თურმე, კატასტროფულად ეცემა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი, დღითიდღე იმატებს. სერგი კაპანაძე და რომან გოცირიძე ჭიათურელი მშრომელების უფლებებზე საუბრობენ, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ყველაზე გაუსაძლის მდგომარეობაში იყვნენ ჭიათურელები. „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებებს იცავს „ქართული ოცნებისგან“. კაკო ბობოხიძე ლაპარაკობს სიმშვიდეზე და მგელისა და კრავის იგავიდან თავს იყენებს კრავის როლში. სააკაშვილი ივანიშვილს აბრალებს „ატკატებს“ და დავით გარეჯთან დაკავშირებით იმ პრობლემების მოგვარებას გვპირდება, რომელიც მის დროს, 2007 წელს, პრაქტიკულად, შეიქმნა და გაღრმავდა. შალვა შავგულიძეს პასუხი არ აქვს კითხვაზე, ბაჩო ახალაია არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი. მისივე განცხადებით, მან არ იცის გირგვლიანი საქმეზე გასამართლებული პირების ვინაობა. ბოკერიას ლოგიკით, ლადო კახაძე არის უპრინციპო, იმიტომ, რომ მან შეიცვალა პარტია, თუმცა შავგულიძე არის პრინციპული მიუხედავად იმისა, რომ დღეს, შავგულიძე ბოკერიას გვერდით დგას. ასეთი ჩამონათვალი შეიძლება კიდევ უფრო ვრცელი იყოს», — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«არავინ მოვატყუოთ ხალხო…მაინტერესებს ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა?»-ნიკა მელია

roma sajaia

«ტალკის საბადოების მისაკუთრებას ოსი სეპარატისტები რუსეთის მითითებითა და ხელშეწყობით გეგმავენ»-დავით ქაცარავა

«პუტინ, შენ რა უნდა გაგაგებინოთ, შენ მიერ ოკუპირებულ ქართველებს ვერაფერს ვაგებინებთ»-მამა პეტრე

დატოვე კომენტარი