განცხადებები

მელიას დასაკავებლად შენობაში 200 პოლიციელი იყო შესული-ვახტანგ გომელაური

«შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი. იქ იყვნენ როგორც მაშველები, ასევე გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, მეხანძრეები, რომლებიც გარეთ იყვნენ, შიგნით არ შესულან. იყო საშიშროება, თუნდაც ცეცხლი გაჩენილიყო და რაღაც დიდი უბედურება მომხდარიყო შიგნით. მაგას თუ მოვითვლით ყველაფერს ერთად, შეიძლება ცოტა ბევრი მოეჩვენოს ადამიანს. შიგნით შესული, პირიქით, ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე ხალხი დაგვხვდა შიგნით. ამაზე კადრებიც არის, თვითონაც აქვთ გადაღებული და ჩვენებსაც აქვთ გადაღებული», — ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ სოზარ სუბარის მიერ დასმულ კითხვას ნიკა მელიას დაკავების დროს გამოყენებულ საპოლიციო ძალასთან დაკავშირებით.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შევთხოვთ უფალს, რომ შთააგონოს ჩვენ ხელისუფლებას, რომ საჭიროა მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა-ილია მეორე

«ისინი არიან სასიკვდილო ცოდვა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება»-ნაცვლიშვილი «ნაციონალურ მოძრაობაზე»

«ერთი ბავშვიც, რომ გარდაიცვალოს დედას გიტირებთ»-გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი