განცხადებები

ეროვნული გამოცდების პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი დაემატება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. მათი განცხადებით, ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით დილის 6 საათიდან იმოძრავებენ და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით — 50 თეთრად მოემსახურებიან. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ განრიგი:

1. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავტობუსი აბიტურიენტებს გლდანში არსებული N39, N173 და N177 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაიყვანს.

2. კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გავა, მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 მიკრორაიონში არსებულ N175 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.

3. მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი გაივლის ჯავახეთის ქუჩას, შეუხვევს შუამთის ქუჩაზე და მოძრაობას მე-3 მასივში არსებულ N117 საჯარო სკოლასთან დაასრულებს.

4. მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს მეტრომშენის დასახლებაში არსებულ N103 საჯარო სკოლასთან მიიყვანს.

5. მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ავტობუსი დიღმის მასივში არსებული N147 საჯარო სკოლის მიმართულებით.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე ?-სკანდალური ინტერვიუ არქივიდან

«მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს»-გრიგოლ ვაშაძის საგანგებო ბრიფინგი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

კარგი იქნება, ნიკა მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს ყოველგვარი პირობების გარეშე-სერგო ჩიხლაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი