განცხადებები

«მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს»-გრიგოლ ვაშაძის საგანგებო ბრიფინგი (ვიდეო)

«ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე  „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევაზე საგანგებო განცხადებას აკეთებს:

«ამ კატასტროფის დროს ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა ერთი — დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და მაქსიმალურად ეცადოს, ერთი-ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც «რუსთავი 2» თუ ყელაზე წამყვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია. მას სურს, Fake სარჩელით «რუსთავი 2» ჩაიგდო ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს. ე.წ. ხელისუფლებას მინდა, ვუთხრა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, მთელი საზოგადოება «რუსთავი 2-ს» დაიცავს. გეშინოდეთ უფრო გათიშული, ჩახშობილი «რუსთავი 2-ის», ვიდრე «რუსთავი 2-ის», რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს იმიტომ, რომ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს. არ დაგანებებთ, რომ საქართველო მთლიანად დაემსგავსოს თქვენს სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას,» — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«მინდა, გავიგო, რას აპირებს გახარია…ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი»-ღარიბაშვილი

roma sajaia

საქართველომ და უკრაინამ უნდა მიიღონ მაპი — ლინას ლინკევიჩუსი

„ქართული ოცნებისთვის“ გააკეთა მაგ ნაძირალამ. მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული“-ზაზა სარალიძე

დატოვე კომენტარი