განცხადებები

რატომ გაიტაცა შოთა ჭიჭიაშვილმა პეტრე ცისკარიშვილი და მისი საცოლე ?-სკანდალური ინტერვიუ არქივიდან

გა­ზეთ «კვი­რის პა­ლიტ­რის» არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც 2013 წელს არის ჩა­წე­რი­ლი. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უდან ეპიზოდს:

«- პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი რა­ტომ­ღა გა­ი­ტა­ცეთ 2001 წელს? იყო მით­ქმა-­მოთ­ქმა, რომ მას პან­კი­სე­ლი ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ვა­ლი ჰქონ­და.

— პეტ­რე არც ჩე­მი მე­გო­ბა­რია და არც მი­სი ად­ვო­კა­ტი ვარ, მაგ­რამ მი­მაჩ­ნი­ა, რომ მას, რო­გორც მთის კაცს, რა­ღაც ღირ­სე­ბა აქვს. იმ დროს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბად მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ კა­ხა თარ­გა­მა­ძე, ზუ­რაბ ჟვა­ნია და მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლი. ესე­ნი ედუ­არდ მე­ფის ვე­ზი­რე­ბი იყ­ვნენ, მე­ფის კარ­ზე კი იყო დი­დი ინ­ტრი­გე­ბი — ერ­თმა­ნეთს უცი­ნოდ­ნენ, თან ძირს უთხ­რიდ­ნენ. პეტ­რე ჟვა­ნი­ას მე­გო­ბა­რი იყო. იმ დროს ჩვენ სულ სხვა ოპე­რა­ცი­ა­ზე მივ­დი­ო­დით. ძა­ლო­ვა­ნებ­მა შე­მო­მიგ­დეს კო­ტე ცი­ხის­თა­ვი, ნა­ძი­რა­ლა და ნომ­რი­ა­ნი აგენ­ტი, თე­ლა­ვე­ლი კა­ცი. კა­ხა თარ­გა­მა­ძემ, ნუგ­ზარ სა­ჯა­ი­ამ და მათ­მა «სას­ტავ­მა» კო­ტე ცი­ხის­თა­ვი გა­მო­აქ­ცია ცი­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მე მო­მად­გა სახ­ლში. შე­ვი­ფა­რე, ვას­ვი, ვა­ჭა­მე, ჩა­ვაც­ვი, გვერ­დში და­ვი­ყე­ნე და ყვე­ლას ვუთხ­ა­რი, ეს კა­ცი ჩე­მი სტუ­მა­რია და თუ რა­მე მოხ­და, მის სის­ხლს მე ავი­ღებ­-მეთ­ქი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ცი­ხის­თა­ვი აგენ­ტი ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი საქ­მის­თვის მან­ქა­ნის მო­ნახ­ვა მას და­ვა­ვა­ლე და მა­ინ­ცდა­მა­ინც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს არ მიგ­ვა­ყე­ნა? კო­ტე პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მით იყო და წიგ­ნა­კი ჰქონ­და.

ეს იყო კო­ტე ცი­ხის­თა­ვის, რო­გორც პო­ლი­ცი­ის აგენ­ტის მი­ერ წი­ნას­წარ დად­გმუ­ლი ოპე­რა­ცი­ა. ის თხუ­ნე­ლა იყო, შე­მოგ­ზავ­ნი­ლი, თო­რემ და­ვა­ლე­ბა მას თარ­გა­მა­ძემ და მის­მა ხალ­ხმა მის­ცა. ანუ მათ ჩვენ­და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად დაგ­ვა­ჯა­ხეს ერ­თ-ერთ ჯგუფს. ჩვენ სხვა საქ­მე­ზე ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, მან­ქა­ნა უნ­და «დაგ­ვეთ­რი­ა», უფ­რო სწო­რად, ექ­სპროპ­რი­ა­ცია მოგ­ვეხ­დი­ნა, მე­რე კი სად­მე მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. პეტ­რე ვაჟ­კა­ცი ბი­ჭი აღ­მოჩ­ნდა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაგ­ვი­წი­ა, ამი­ტო­მაც მის­მა წაყ­ვა­ნამ მოგ­ვი­წი­ა. უბ­რა­ლოდ, გვინ­დო­და, დრო­ე­ბით, 1-2 დღე იზო­ლა­ცი­ა­ში მოგ­ვექ­ცი­ა, სა­ნამ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით. მას თან ახ­ლდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ვუთხ­ა­რი, წა­დი, და­ი­კო, შენ­თან საქ­მე არ გვაქ­ვს-მეთ­ქი. ქალს თურ­მე ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია პეტ­რე და გვითხ­რა, სა­დაც ეს, მეც იქო და არ მი­ა­ტო­ვა. ასე­თი თავ­გან­წირ­ვის გა­მო პა­ტი­ვის­ცე­მა გაგ­ვიჩ­ნდა მის მი­მართ. მათ­თვის ზედ­მე­ტი არა­ვის არა­ფე­რი უკად­რე­ბი­ა, პი­რი­ქით, რომ სცი­ო­და, ჩვენს ტან­საც­მელს ვაც­მევ­დით იმ გო­გოს. ამა­სო­ბა­ში ლა­მის მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­და­ვი­კი­დეთ. ახ­მე­ტამ­დე რომ მო­ვაღ­წი­ეთ, კო­ტე ცი­ხის­თავს ვუთხ­ა­რით, მან­ქა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. იქ ჯა­რის კორ­დო­ნე­ბი იდ­გა, ჩვენ კი ჩვე­ნი ბი­ლი­კე­ბი გვქონ­და და იმის ავ­ლით ჩუ­მად შე­ვაღ­წევ­დით ხოლ­მე პან­კის­ში. მან­ქა­ნა რომ მი­აგ­დეს, კო­ტემ ხელ­თათ­მა­ნე­ბი არ ჩა­იც­ვა და მან­ქა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა კვა­ლი, ვი­თომ გა­და­ა­ვიწყ­და. არ მინ­დო­და მას­ში ეჭ­ვი შე­მე­ტა­ნა, ალა­ლად ვუ­ყუ­რებ­დი, 23 წლის ბი­ჭი ვი­ყა­ვი და არც იმ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. მე­რე ეს ცი­ხის­თა­ვი ჯერ პეტ­რეს და­ე­ტა­კა, გი­ნე­ბა და­უწყ­ო, შემ­დეგ იმ ქალს და­უწყო «ჩა­ლი­ჩი», მა­თი დამ­ცი­რე­ბა და მი­წას­თან გას­წო­რე­ბა უნ­დო­და. მის არა­კა­ცო­ბა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, და­ვე­მუქ­რე, კი­დევ თუ რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებ, ტვინს გა­გას­ხმე­ვი­ნებ­-მეთ­ქი. მა­შინ და­ვეჭ­ვდი, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე.»

 

Loading…

მსგავსი პოსტები

«ბიძინას შე@#ცი, ეგ კაცი უნდა მოი@#ნას» (ვიდეო)

«ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით»- თენგიზ ცერცვაძე კონკრეტულ დროს ასახელებს

roma sajaia

აშშ უკრაინას შეიარაღებით დაეხმარება

დატოვე კომენტარი