განცხადება/მიმართვა

დაცული ტერიტორიების სააგენტო ლაგოდეხში  „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარედ მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო ლაგოდეხში „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.

ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები.”-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ  ლაგოდეხში „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე,  მდინარეში 16 წლის გოგონა ჩავარდა და სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შემსწავლელ კომისიაზე უარის თქმა არის მძიმე პოლიტიკური შეცდომა”-ხუხაშვილი

roma sajaia

“საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი”-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“დღეს 11 თვეა ვაპროტესტებ ხელუსუფლების სიბინძურეს ამ ადგილას პარლამენტის წინ, სადაც მე ჯოჯოხეთი გამოვიარე”-მალხაზ მაჩალიკაშვილი

დატოვე კომენტარი