განცხადებები

«დღეს 11 თვეა ვაპროტესტებ ხელუსუფლების სიბინძურეს ამ ადგილას პარლამენტის წინ, სადაც მე ჯოჯოხეთი გამოვიარე»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზს მაჩალიკაშვილი  სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს ავრცელებს:

«ის აქცია რომელიც მაისში დაიწყო კუპრავამ და სარალიძემ იმ დღისითვე შემოვუერთდი მე და დავიწყეთ ერთობლივი ბრძოლა უსამართლობის წინაღმდეგ დასჯილ იყვნენ ის ბოროტი ადამიაბები და ბინძური მაღალი თანამდეობის პირები. ცალმხრივ სარალიძის საქმეში რომლებიც შსს პროკურატურას მიჰყავდათ საქმე სათავისოდ და მოხდა ხელის დაფარვა გარკვეულ პირებზე რაც იმას მიანიშნებდა რომ არც სახელმწიფო არსებობს და არც სასამართლო და სამართალი მაშინვე მაისში ნათლად გამოჩნდა რომ ამ სახელმწიფოში სიბინძურის და დაუჯერებელი ტყუილების მეტი სხვა რესურსი არ გაჩნდათ. ბინძური იმედის ტელევიზის გამოყენებით ხალხს პირდაპირ თვალებში უყრიდნენ ნაცარს და აჯერებდნენ არ არსებულს. ასე თუ ისე ბატონ სარალიძეს რაღაც იმედები გაუჩინეს რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა იქ პატრიარქს შიახვედრეს აქ სხვებს შიახვედრეს და ასე შემდეგ მაგრამ თემირლანის ხსენებაზე ამ ბინძურ და ნაძირალა მთავრობას მარტო ის აინტერესებდა რომ ტროლებს ემუშავათ და საზაგადოებისთვის გახრწნილი ინფორმაცია მიეწოდებინათ ისეთი როგორიც ბიძინა და დანარჩენი გუნდია ღირსებ შელახული და გახრწნილი პოლიტიკურად.და ნაწილობრივ ეს შეძლეს კიდეც რაც შემდგომში ჩემი დღემდე ბრძოლამ ამას ფარდა ახადა და ხალხიც გაირკვა საბოლოოდ სანაიას და მისმა ჯგუფმა შეძლო კინო ფილმით მიეტანათ საზოგადოებამდე სიმართლე და რუსთავი 2 მაც ბევრი გაკეთა დღეს ყველაფერი ნათლად ჩანს. იწყება 10 სექტემბრის აქციები უკვე ჩემი და სარალიძის დანონსებული იგივე მოთხოვნებით. იძულებული გავხდით გაგრძელებულ იყო აქციები იქიდან გამომდინარე ზაზასთვის დანაპირები 1% არ შესრულდა თემირლანის საქმეზე საუბარიც ზედმეტია მისი სახელის ხსენება უკვე ოცნებისთვის ნიშნავდა მეხის დაცემას ამასობაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიტანა ანგარიშიში თემირლანის საქმე რაც ოცნებისთვის იყო სასიკვდილო სასჯელი ასე თუ ისე მედა ზაზამ დავიწყეთ ბრძოლა იმ ღირსეულ ადამიანებთან ერთად რომლებიც ამ წუთასაც ჩემს გვერდით არიან რომელ ადამიანებმაც გამოიარა ჯოჯოხეთი ჩემთან ერთად ამ ნაძირალა ხელუსუფლების ხელში ჩემს გვერდი გვერდ. იანვრის ნახევარში ზაზა გადის აქციდან მე ვაგრძელებ ვიცი ნახევარ გზაში მიტოვებულ ბრძოლას არასდროს არ ქონია პერსპექტივა ვიწყებ იმ ბრძოლას ახალგაზრდების კეთილ დღეობისთვის თემირლანის საპატივცემლოდ და სამართლის აღსადგენად რომ ქვეყანას გავაგებინო ბავშვი მძინარე უდანაშაულოდ არის მოკლული შემდგომ თავიანთი ბინძური ტყავის გადასარჩენად გამოცხადებულია ტერორიზმში ეჭვ მიტანილად რაზეც დღეს თვითონ აღიარებს გახრწნილი ხელისუფლება. როგორც ზემოთ ავღნიშნე იანვრის ბოლოს იწყება ჩემი მარტო ბრძოლა რასაც მოყვა ყველა იმ ბინძური მეთოდების გამოყენება ჩემს წინამღდეგ ხელისუფლების მიერ ყელში გაეჩხირათ ჩემი კარვები და კარვების დასაშლელად იქნა გამოყენებული ყოველი ძალა ბინძური მეთოდებით და იქნა ის ხალხიც გამოყენებული ძმობას რომ მეფიცებოდნენ მდედრობითი თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები მაგრამ ამაოდ მათ სამწუხაროდ.მე დღესაც ვაგრძელებ ჩემს ბრძოლას ვიცი რომ ბრძოლას აქვს აზრი. მაგრამ მე დღეს 11 თვეა ვაპროტესტებ ხელუსუფლების სიბინძურეს ამ ადგილას პარლამენტის წინ სადაც მე ჯოჯოხეთი გამოვიარე ამ ხნის განმავლობაში. დღეს აპროტესტებენ სხვებიც საქართველოს მოქალაქები რომლებიც ამ ხელისუფლების მსხვერპლნი გახდნენ და იმ 33 დღეს ხედავენ როცა მე 428 დღე ღამე ვდგავარ არა დღე არამედ დღე ღამე და ის 33 დღეც ამ ახალგაზრდებთან ერთად ისევე გამამწარეს მეც როგორც ის ადამიანები რომლებიც დათვის ტყვით გაამწარეს და თვალებიც დათხარეს ერთი თვის განმავლობაში ვარ ამ ყველაფრის გარეშე ვარ ღია ცის ქვეშ მთელი ამ დროის განმავლობაში ვაკვირდები გააპროტესტებენ თუ არა თემირლანის საქმეს ეს როგორც მე ვაპროტესტებ გავრილოვის სისხლიან ღამეს. მაგრამ მე აქ სულ სხვა მხვდება ჩემს საპროტესტო ადგილას რომელიც 428 დღე ღამე გრძელდება. უბრალოდ
დ ა ვ ფ ი ქ რ დ ი თ მე ეს არა სწორად მიმაჩნია მაგრამ ნება თქვენია დიდი ნაწილი ხალხი ამას სხვანაირად უყურებს. ჩვენ ხალხმა თუ არ შევქმენით საზოგადოებაში სიმართლე და სამართალი ამით ეს ნაძირალა ბოროტი სისხლიანი ივანიშვილის სისტემა იხეირებს. პირველ რიგში ჯერ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მაცხოვრები ადამიანები უნდა შევიკრათ ერთ მუშტად მოვიშოროთ გულიდან ბოღმა სიძულვილი. ამოვიღოთ ყველამ ერთად ხმამაღლა ხმა ისე ხმა მაღლა რომ ეს ნაძირალა ხელუსუფლება დავაყრუოთ ერთმანეთშიც რომ არ ესმოდეთ როგორც არ ესმით დატანჯული ადამიანების ხმა როგორც არ ესმით ჩემი ხმა როგორც არ ესმით ჩემნაირების ხმა.
პატივისცემით მალხაზ ( ვაახა) მაჩალიკაშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«სანდრას ბრალია, ჩვენ რომ მივიღეთ 52 წლის მაწანწალასავით ექს-პრეზიდენტი»-ლალი მოროშკინა(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

მოსწავლეებს აღარ ჩაუტარდებათ მათემატიკის, გეოგრაფიის ან ისტორიის გაკვეთილები

ნარკორეალიზაციისათვის დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან

დატოვე კომენტარი