განცხადებებიპოლიტიკა

«საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი»-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე  განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში უნდა მიიღონ.

«მე არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი»- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩვენ მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა»-მამა თეოდორე გიგნაძე (ვიდეო)

roma sajaia

ტრამპი, 2016 წელს რუსეთთან არასწორად გამკლავების გამო ობამას ადანაშაულებს

«ყველა რუსული არხები უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე»-გიორგი ფხაკაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი