კრიმინალი

ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ხელჩუას მახლობლად ზარდიანთკარის მკვიდრი დააკავეს. ინფორმაციას დე ფაქტო ცხინვალის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 51 წლის გენადი ბესტაევი 21 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებისას, 9 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება, მარიხუანა ამოიღეს. 26 ნოემბერს ბესტაევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრეს. მათივე ინფორმაციით, ის არაერთხელ იყო დაკავებული. დე-ფაქტო ცხინვალის სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

40 წლამდე მამაკაცი სახლში სცემეს მერე გაიტაცეს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს პატიმრობა მიუსაჯეს

პატიმრების გაქცევის ფაქტზე კიდევ ერთი 1 ადამიანი დააკავეს

დატოვე კომენტარი