პროტესტი

ქუთაისში, ხელისუფლებამ  ოპოზიციას აქცია მოუწყო

ქუთაისში ხელისუფლებამ  ოპოზიციას აქცია მოუწყო. ხმაური და დაპირისპირება, ცოცხები და კვერცხები -,,ქართული ოცნების,, წევრებმა ოპოზიციას წარსული შეახსენეს. აქცია ძალა ერთობაშია — გაერთიანებული ოპოზიციის ოფისის წინ დაიწყო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გაგრძელდა. ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პირები ვინც მათ დასარბევად მივიდა ცოცხებით და კვერხებით გახლდნენ ქუთაისის მერიის აიპების უფროსები.

ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: «ერთი ჯგუფი ქართული ოცნების სახელმწიფო მოხელეების და სინამდვილეში ივანიშვილის მონების, ოჯახის წევრების, საყვარლების, ნათელ მირონის, «პაძელნიკების», ამ ნიშნით ეწყობიან დღეს სახელმწიფო სამსახურებში საქართველოში, თავს დაესხა ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის ოფისს, ცოცხებით და კვერცხებით. ეს ხალხი არის ნამდვილი საჯდომის კულტის მსახურები. საჯდომს და ცოცხებს ვერ გაცდნენ.

თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. მინდა ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, უბრალო მოქალაქეებს, ჩვენს აქტივისტებს, უბრალოდ ქუთაისელებს, სხვა ქალაქების მაცხოვრებლებს, წესიერ პოლიციელებს, უნდა მოხდეს თითოეული ამ სახელმწიფო მოხელის იდენტიფიკაცია, რომელიც იქცა საჯდომის და სინამდვილეში ივანიშვილის კულტის ნებაყოფლობით მსახურად. ეს არის დარღვევა კანონების და ამ ხალხს საზოგადოებამ და კანონმა უნდა გასცეს პასუხი“, — აცხადებს ვიდეო მიმართვაში სააკაშვილი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საპროტესტო აქციები მინსკში

ჰაკერებმა 1 000-მდე ბელარუსელი პოლიციელის პირადი მონაცემები მოიპარეს და მათი გამოქვეყნება დაიწყეს

საპროტესტო გამოსვლებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთში

დატოვე კომენტარი