სხვადასხვა

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა(ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა, აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

«პოლიციამ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის, 4 ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი. 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.»-აღნიშნულია განცხადებაში

Loading…

მსგავსი პოსტები

ბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია(ფოტოები)

დასავლეთ აფრიკაში, მალიში 134 ადამიანი მოკლეს

«კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა…რუსეთი მკვლელია!»

roma sajaia

დატოვე კომენტარი