განცხადება/მიმართვა

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

“ლარი არის თავისუფალი თინეიჯერი”-ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

“ივანიშვილმა სპეცრეისით ჩამოიტანა ვაქცინა და გაიკეთა თვითონ…ზუსტად მაქვს ინფორმაცია”

roma sajaia

რა გზავნილი გაუგზავნა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს? (ვიდეო)

დატოვე კომენტარი