covid-19

ქართულმა მხარემ კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით ქართულმა მხარემ  კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე უარი მიიღო.

«ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, თუ ადამიანი არის დაღუპული ამ ვირუსით, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია ამ ადამიანის ტრანსპორტირება იმ ქვეყნიდან, რომელშიც ის დაიღუპა. მითუმეტეს, თუ ეს არის ევროპული ქვეყანა. ამ შემთხვევაში, საქმეში ერთვება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, თავად ქვეყნის რეგულაციები. ამიტომ, სიტუაცია ძალიან რთული გახდა, ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა რამდენიმე დღე და ვცდილობდით მოლაპარაკებები გვეწარმოებინა რაღაც საწყისებიდან, თუმცა კატეგორიული უარი მივიღეთ იმიტომ, რომ თუ გამონაკლისს დაუშვებენ ერთი ქვეყნის მიმართ სხვა ქვეყნების მიმართაც უნდა დაუშვან.

დღევანდელი პროტოკოლით არსებობს ორი ტიპის გამოსავალი ამ შემთხვევიდან ერთ-ერთი არის კრემაცია, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა და ქართველებისთვის ამის გაკეთება. არსებობს მეორე შესაძლებლობაც, იქ ადგილზე გამოყოფილია შესაბამისი ტერიტორია, სადაც, შეიძლება, მოხდეს ამ ადამიანების დაკრძალვა. ესპანეთის მთავრობა ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ მიდგომებს და აძლევს შესაძლებლობას ადამიანი დაიმარხოს იმ წესით, როგორიც უნდა ჭირისუფალს. ამ ადამიანის ესპანეთის ტერიტორიიდან გამოყვანას კატეგორიულად არ გვთანხმდებიან და არ გვაძლევენ ამის უფლებას»- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოსა და ლატვიას შორის ფრენები დღეიდან განახლდება

ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, ასე რომ შეგვიძლია წყნარად ვიყოთ-პაატა იმნაძე

Joni Kvaracxelia

«არ შეუშინდეთ ვირუსს!» — დონალდ ტრამპმა ხალხს მოუწოდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი