covid-19

აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი დაწესდა

აზერბაიჯანის მთავრობამ ქვეყანაში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შეკავების მიზნით 24 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით ქვეყნის ტერიტორიაზე განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი იმოქმედებს.

კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში 65 წელს ზემოთ ასაკის პირებს აეკრძალებათ სახლის დატოვება, შეიზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, უზრუნველყოფილი იქნება საზღვარგარეთიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების დაბრუნება, აიკრძალება ათზე მეტი ადამიანის შეკრება.

Loading…

მსგავსი პოსტები

გერმანიის ზოგიერთ ტერიტორიაზე კარანტინი ისევ გამოცხადდა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში

ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს წელს-თენგიზ ცერცვაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი