სიახლენი

სოფელ ატენში ბაბუის ძარცვისთვის მისივე შვილი და შვილიშვილი დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ერთმანეთის მონათესავე პიროვნება დააკავა. ქურდობის ფაქტზე დაკავებული ორი პიროვნება გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ატენის მაცხოვრებლები არიან. გამოძიებამ დადგინა, რომ მძარცველები დაზარალებულის შვილი და შვილიშვილი აღმოჩნდა. საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ორმა პიროვნებამ დაზარალებული გაძარცვა.  გამოძიება 178- მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

გამოვლინდა დინოზავრების გამანადგურებელი მეტეორის საიდუმლო

კანონიერი ქურდი ილია სამსონია ყირგიზეთის საზღვარზე სააკავეს

Joni Kvaracxelia

ხანძარი ატენის ხეობაში

დატოვე კომენტარი