სოცქსელი

» »ოცნების» დადგენილება ხორავას ქუჩის საქმეზე, 73 მომხრე და 1 წინააღმდეგი, როცა პარლამენტში 25-მდე დეპუტატი იჯდა, სხვის პულტებს აჭერენ ხელს, არც რცხვენიათ»-სერგი კაპანაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის მკვლელობასთან  დაკავშირებით «ქართული ოცნების» მიერ გამოტანილ დადგენილებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

«კი აღარაფერი მიკვირს ქართული ოცნებისგან, მაგრამ მაინც…

დღეს, ხომ გამოიტანეს ის რაღაც დადგენილება ხორავას ქუჩის საქმეზე, სადაც პრაქტიკულად წერია, რომ არაფერი მომხდარა, არავინ არ არის დასასჯელი და მხოლოდ შიდა მოკვლევა უნდა დაიწყოს პროკურატურამ ზოგიერთ დარღვევაზე.

ახლა ჩავრთე, მაინტერესებდა რამდენმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და, ჰოი საოცრებავ, 73 მომხრე და 1 წინააღმდეგი.

ოღონდ, დარბაზს თუ შეხედავთ, აღმოაჩენთ, რომ დარბაზში მხოლოდ 25-ოდე ადამიანი ზის.

არც კი რცხვენიათ, ცარიელ დარბაზში სხვის პულტებს აჭერენ ხელს და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს ასეთ თემაზე.»-წერს სერგი კაპანაძე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«თბილისში რომ ვიყო,აუცილებლად შევუერთდებოდი გულანთებულ ახალგაზრდებს რუსთაველზე»-მიხეილ სააკაშვილი

«9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ვიწყებთ»-«მთავარი არხი» 9 სექტემბრიდან ეთერში გავა

«საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძეს ევაჭრება…როდემდე უნდა მართოს საპატრიარქო შორენამ?»-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი