პოლიტიკა

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები აშშ-ის კიდევ ერთ ანგარიშში მოხვდა

საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის პირობები საერთო ჯამში, საიმედოა, თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლოს შესაძლებლობისადმი დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად განიხილოს კომერციული დავები. ამ შეფასებას მოიცავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში „საინვესტიციო კლიმატი 2021“, რომელიც საქართველოსაც ეხება. დოკუმენტში გაანალიზებულია საინვესტიციო გარემო მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ამერიკული კომპანიები უკვე მუშაობენ, ან პოტენციურ ბაზრად განიხილავენ. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ზოგიერთი საქმიანი დავა სასამართლოში წლების განმავლობაში რჩება, სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების უზრუნველყოფის ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას, პოლიტიკურ ჩარევას, კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შერჩევით გამოყენებას და სირთულეებს საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტისას. ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ერთ-ერთი თავი მთლიანად ეთმობა სასამართლო სისტემას. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, პრობლემურად რჩება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური გავლენა. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მთლიანობასა და ხარისხიანი შედეგების უზრუნველსაყოფად სასამართლოს შესაძლებლობებთან დაკავშირებული შეშფოთება კვლავაც ახდენს გავლენას სასამართლო სისტემისადმი ინვესტორთა ნდობაზე.

Loading…

მსგავსი პოსტები

თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 94-ე შეხვედრა გაიმართა

Joni Kvaracxelia

დღეს საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის

დატოვე კომენტარი