პოლიტიკა

დღეს საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის

თბილისს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 15 აპრილს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩატარდება თუ არა 15 მაისის აქცია?-ნიკა მელიას განცხადება

roma sajaia

«გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მაინც აშენდება»-დიმიტრი მედვედევი

26 სექტემბერს, თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი აღინიშნა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი