განცხადება/მიმართვა

საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო. შესაბამისად, ნუცუბიძის ფერდობზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 სექტემბრის ნაცვლად 23 სექტემბრის 00:00 საათზე აღდგება.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძის ფერდობზე მოძრაობა აკრძალულია პაატა დათუაშვილის ქუჩასა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთზე (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). შესაბამისად, ბესარიონ ჟღენტისა და ავთო ვარაზის ქუჩებიდან პაატა დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეზღუდულია. ასევე, შეუძლებელია პაატა დათუაშვილისა და ელგუჯა ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ელგუჯა ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან მოძრაობა დაშვებულია ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.

უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ზემოაღნიშნულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.”-აღნიშნულია საპატრულო პოლიციის განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

ეს კანონი ჰონგ კონგის ავტონომიისთვის ძირის გამოთხრა იქნება – იენს სტოლტენბერგი

“ახლა ძალიან მოკლედ დავწერ…”-ნიკა მელიას წერილი ციხიდან

roma sajaia

“ამ ეტაპზე ასე ვნახოთ ერთმანეთი, რომ გადავრჩეთ…”-ლევან რატიანი

roma sajaia

დატოვე კომენტარი