სოცქსელი

«სიძულვილის ენა ჩიხია!»

ცხოვრებაში ამდენი არა და სოციალურ ქსელში სულ ცოტა 5 ** მეგობარი მყავს. მიუხდავად ჩემი შეხედულებებისა, ვერც ერთი ვერ გაიხსენებს ჩემს პოსტს, სადაც მიკერძობულ აზრს გამოვხატავ რომელიმე პოლიტიკური თუ სხვა გუნდის მხარდასაჭერად თუ ჩასაქოლად. ეს იმიტომ, რომ ვფრთხილობ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს გული არ ვატკინო. ამ დღეების განმავლობაში — ვუყურებ, ვუსმენ, ვკითხულობ, გაოცებისგან ვგმინავ, ვდუმვარ და არ მომწონს. ამიტომ, ვგონებ, ცოტა გრძელი პოსტი გამოვა, თუმცა, ვისაც სურვილი არ ექნება წაიკითოს — „სქროლვისას“ უბრალოდ ნუ შეჩერდება, მათ კი ვისაც დააინტერესებს — ჩაიკითხავენ ბოლომდე.
მე, ომის შვილი ვარ, რუსეთ-საქართველოს ომის… ბებია რუსი მყავდა… ბავშვობა ნათელი და ლამაზი . მიუხედავად იმისა, რომ ამ ომით დანაკარგი, დღესაც სულში მიწივის, რეალობა ეს იყო — ერთი თვის ტყვეობის შემდეგ, ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე მაშინ მტრად წოდებულმა მამაჩემის აფხაზმა მეგობარმა შეგვინარჩუნა -ტყვეებში გაგვცვალა და სამშვიდობოს გამოგვიყვანა ენგურის ხიდამდე, იმის მიუხედავად, რომ თვითონ იბრძოდა აფხაზების მხარეს, იარაღით ხელში. მისი ამ საქციელით, რაც ქართველი მეგობრობისთვის გააკეთა უანგაროდ, ჩვენი სიცოცხლე შენარჩუნდა. აფხაზმა დაგვინდო მაშინ ქართველები… ეს მოყვასის სიყვარულია, ადამიანობა და სიკეთე, მიუხედავად სხ/სხ პოლიტიკური მრწამსისა! ჩემთვის მაგალითად იქცა… მე ამით, ბევრი რამ ვისწავლე, 19 წლისამ მაშინ!
დღეს, როცა ნახევარ ცხოვრებაზე მეტი უკვე გავიარე, მზარავს ფაქტი, რომ განსხვავებული აზრი თუ აქვს ადამიანს (ზოგადად ცხოვრებაში თუ სოციალურ ქსელში) ის აუცილებლად ზიზღით უნდა დაიგმოს და უზრდელურად გაპროტესტდეს… მორალს თურმე სხვადასხვაგვარი რაკურსი აქვს დღეს, ვის როგორც აწყობს… ჰოდა, არ მომწონს ეს სიძულვილი!!!
სიძულვილის ენა ჩიხია! უსიყვარულობაა ის, რაც გვანგრევს და გვაიგივებს ცხოველებთან! იქნებ დავფიქრდეთ, არა? რა გახდა ჩვენი არსი, სიღრმე, ხედვა… რანი ვართ და რისთვის… მე,ზრდილობა, კულტურა, ზნეობა, სიკეთე და სიყვარული — უფრო მომწონს და ეს ჩემი არჩევანია! სხვისი სიტყვით თუ საქციელით, გული მეც მტკენია, მტკენია კი არა დამფლეთია ტკივილისაგან, სულიც თან გაჰყოლია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისხლძარღვებიც და არტერიებიც, მაგრამ… იმ წუთში ჩემს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით მიცდია სხვა კუთხით
შემეხედა ფაქტისთვის და ისეთი ზომები მიმეღო საკუთარი პოზიციის დასაცავად და ჩემი ტკივილის ჩასაყუჩებლად, რომელიც სხვას არ დაამცირებდა და შეურაცხყოფდა. სიტყვით არ გამინადგურებია არასდროს არავინ და ბოროტების სიმზე სხვის ჩასაქოლად არასდროს გადავსულვარ . ამას იმიტომ არ ვწერ, რომ რაღაც სასწაულს ჩავდივარ, პირიქით, ჯიჯგნა მიკვირს ერთურთის, დაუნდობლობა და სიყვარულის დეფიციტი… ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ითქვას სათქმელი ადამიანებო, ძალიან ფრთხილად, რომ ბოროტება არ შემოგვეპაროს…
უმთავრესი სათქმელი კი ესა მაქვს — არა! არა! და არა! ყოველგვარ დამცირებას, ზიზღს, ძალადობას მუშტით, სიტყვით თუ საქმით!
ამას ვაპროტესტებ ჩემებურად მთელი ცხოვრებაა და გავაპროტესტებ სულ, ამგვარად თუ სხვაგვარად!
არ ვიქნები არსად, სადაც სიძულვილია!
გვიყვარდეს ერთურთი!
გ ვ ი ყ ვ ა რ დ ე ს !!!

ხათუნა ჯიბლაძე

Loading…

მსგავსი პოსტები

«გაივსო ქედი აზერბაიჯანელი მესაზღვრეებით. ჩვენი მესაზღვრეები 10 ჯერ ნაკლები არიან»-დავით ქაცარავა

«ბაგრატიონებმა გაყიდეს ერი მონობაში და მათი სამეფო დამთავრდა»

«ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცინვა ტეხავს მაინც»-ნიკა გვარამია ზურაბიშვლზე

დატოვე კომენტარი