განცხადებები

საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს

«საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ცნობილი ჰოლივუდური ფილმის «ფორსაჟი 9″ ეპიზოდების გადაღებების გამო, ნუცუბიძის ფერდობზე, ვარაზის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაგეგმილზე 13 სექტემბერს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე აიკრძალება. შეზღუდვის არეალი მოიცავს ვარაზის ქუჩის მონაკვეთს ჟღენტის ქუჩიდან მე-4 მიკრორაიონის N19 ბ კორპუსამდე და ასევე, დათუაშვილის ქუჩასა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთს (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე).

შეზღუდვის საათებში, მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩისკენ გზა მუნიციპალური ავტობუსის, კერძო ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის პერიოდულად გაიხსნება. გარდა ამისა, ფილმის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ დაქირავებული იქნება მინივენები, რომლებიც მოსახლეობას მე-5 მიკრორაიონიდან ჟღენტის ქუჩამდე გადაიყვანენ.

შესაბამისად, 9 სექტემბრის 11:00-დან 15:00 საათამდე, ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მიკრორაიონის, ასევე, სოფლების — თხინვალასა და ლისიდან, როგორც კერძო ტრანსპორტი, ისე ავტობუსები — N63, N99 და N107 და მიკროავტობუსები ლისის ტბის მხრიდან — კვაჭაძის, ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

ამავე დღეს, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრავი N88 ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „დელისი“ განისაზღვრება, რადგან 12-მეტრიანი „მანის“ მარკის ავტობუსები ბერიტაშვილის ქუჩაზე უსაფრთხო გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს.»-აღნიშნულია საპატრულო პოლიციის განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით.ვეთანხმები,რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება…»-სააკაშვილი

«დეკანოზი არის უდანაშაულო და ის არის საპატრიარქოს კარის ინტრიგების მსხვერპლი, ხელისუფლებასთან და კონკრეტულად, სუს-თან ერთად»-ელისო კილაძე

«ეს ნაძირალა მატყუარა…ამ გახრწნილ კაცს…»-ეკა კვესიტაძე (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი