განცხადებებიპოლიტიკა

არცერთ პარტიასთან არ ვითანამშრომლებ- მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა

თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში, საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა და პრეზენტაციაზე განცხადება გააკეთა:

კითვხაზე,  ითანამშრომლებს თუ არა მამუკა ხაზარაძე «ქართულ ოცნებასთან» განაცხადა, რომ ის არავისთან არ ითანამშრომლებს და ბრძოლას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებლად აპირებს.

„ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარაძის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, რადგან ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან, ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, რათა ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია, 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.

112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც, ბებიებთან-ბაბუებთან…ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება…»-პაატა იმნაძე

roma sajaia

ტურისტი ხევში გადავარდა-რა მოხდა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე?

ნიკა მელიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 12 ახალი წევრი დაასახელა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი