«სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას»-თენგიზ ომანიძე

0
12737

როგორც  ცნობილია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა, პრეზიდენტებმა სხვადასხვა თემებს შორის ისაუბრეს ორივე ქვეყნის  საზღვრის დელიმიტაციაზე  და ერთობლივი საზღვრის დადგენაზე.

აღნიშნულს ფაქტს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის  მოადგილე თენგიზ ომანიძე გამოეხმაურა:

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის დროს ბაქოში, განაცხადა თანხმობა საზღვრის დემილიტაციაზე. ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას, რადგან ამ დრომდე, საზღვრის დემილიტაციის პროცესის ერთადერთი შემაფერხებელი იყოს სწორედ ის, რომ აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს უდაბნოს სრულ ტერიტორიაზე. ხოლო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ქართული მხარე დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის პირობებს. „თავისუფალი საქართველო“ თვლის, რომ ეს არის ქვეყნის ღალატი, არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული იყოს კულუარული პროცესების შემდეგ და რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ამ გადაწყვეტილების მიმრები პირი. ადამიანი, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ვერ ბედავს პოზიციის გამოხატვას, ბუნებრივია ვერ იქნება ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის ერთპიროვნულად გადამწვეყი პირი. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებები მიღებული არის გარკვეული კულუარული პროცესების შედეგად და ახლა მთავრობა გეგმავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელით გააკეთოს და მისი პასუხისმგებლობის საგნად აქციოს, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება“, — განაცხადა თენგიზ ომანიძემ.

წყარო: ნიუპოსტი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ