განცხადება/მიმართვა

რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციის სარჩელს “გირჩი” არ უერთდება

ოპოზიციური  პარტია რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, გარდა იაგო ხვიჩიას “გირჩისა”.

“არ ვაწერთ ხელს, იმიტომ, რომ არ გვჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელია. მას შემდეგ, რაც კვოტების კანონი გვქონდა გასაჩივრებული და სასაცილო გადაწყვეტილება გამოიტანა საკონსტიტუციომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკონსტიტუციოს ნდობა არ შეიძლება, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სხვების ოპტიმიზმი უნდა გვიკვირდეს, თორემ ჩვენი პესიმიზმი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ძალიან გასაგებია საზოგადოებისთვის. პროცესი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება და პირიქით, შეიძლება “ოცნებამ” თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მე არ მესმის, ამაში რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა”-განაცხადა  ხვიჩიამ.

მსგავსი პოსტები

“ამ ვირუსებისთვის მოწყვლადია ბავშვის ასაკი და ხანდაზმულები”-გამყრელიძე

roma sajaia

“სანდრა რულოვსი არის ახალი პოლიტიკური ლიდერი”-ნიკა მაჭუტაძე

“თავს დააბრალონ და ივანიშვილს”-ბუღაძე სანქციებზე

roma sajaia

დატოვე კომენტარი