განცხადებები

«სანდრა რულოვსი არის ახალი პოლიტიკური ლიდერი»-ნიკა მაჭუტაძე

პარტია «სახელმწიფო ხალხისთვის»  ლიდერი  ნიკა მაჭუტაძე აცხადებს, რომ  სანდრა რულოვსი არის ახალი პოლიტიკური ლიდერი.

«სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ სანდრა-ელისაბედ რულოვსს, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ზუგდიდის ოლქში. სანდრა რულოვსი ნამდვილად არის ახალი პოლიტიკური ლიდერი და არა მხოლოდ პოლიტიკური ტიპის ლიდერი, რომელმაც უარი თქვა არაკანონიერ, ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ პროცესთან შეგუებაზე, რომელიც ჩატარდა გუშინ ზუგდიდში. ეს არ იყო არჩევნები, ამას არ შეიძლება, არჩევნები ვუწოდოთ, რადგან ეს იყო კრიმინალთან გარიგებული სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი ოპერაცია. ოპერაცია, რომლის შედეგადაც ოფიციალურ, ფორმალურ დოკუმენტებში არ აისახა ქართველი ხალხისა და ზუგდიდელების პოლიტიკური ნება, მათი სამოქალაქო პოზიცია. აქტიური კონსულტაციების რეჟიმში შევა ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წევრებთან, ასევე სანდრა რულოვსთან. დიდი ალბათობით, აქტიურად მივიღებთ იმ პროცესებში მონაწილეობას და თავადაც ვიქნებით ინიციატორი იმ პროცესის დაწყებისა, რომელსაც ჰქვია საქართველოში ადეკვატური პასუხის გაცემა ამ ძალადობრივი ქმედებების ჩამტარებელთა მიმართ, ანუ ივანიშვილის რეჟიმისადმი იმ მიზნით, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოსცილდეს საქართველოს», — განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება ნიკა პარლამენტშიც შევა…»-ანზორ მელია

roma sajaia

«ზუსტი ინფორმაცია მაქვს…ეს არის ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული კამპანია პატრიარქის ავტორიტეტის განადგურების და მისი გადაყენების»-მიხეილ სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

„მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ღმერთმა გაგახაროთ. ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ. მიმძიმდა უზიარებლობა. აწი, ღმერთი როგორც ინებებს. ყველაფერი მისი ნებაა“-დეკანოზი გიორგი მამალაძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი