აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთის დიდი დანაკარგების ფასად მიღწეული “წარმატებები” ომის მიმდინარეობას არ შეცვლის.
“ფრონტზე ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეძლებს შეცვალოს რუსეთის სტრატეგიული მარცხი და მთლიანად ომის მიმდინარეობა”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
პრაისის თქმით, დონბასში სასტიკი ბრძოლები გაგრძელდება და ამას ორივე მხარის წარმატებები და მარცხი მოჰყვება.
“რუსეთის ნებისმიერი შემდგომი წარმატება, თუნდაც სამხედრო პერსონალის და აღჭურვილობის თვალსაზრისით, ვერასოდეს შეცვლის ამ ომის მიმდინარეობას. ვერც ერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეაჩერებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები შეხვდნენ ამ ომის პირველივე დღეებიდან და სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელიც მხოლოდ უკრაინის ეფექტური კონტრშეტევის შედეგად გამწვავდა”, – განაცხადა პრაისმა.
დღეს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი მათი კონტროლის ქვეშაა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, სოლედარში სასტიკი და მძიმე ბრძოლები გრძელდება
