სხვადასხვა

ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლანჩხუთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მაგისტრალზე მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განცხადებით, შემთხვევა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მოხდა.

„ლანჩხუთში კვლავ ძლიერი ქარია. გვაქვს ძალიან ცუდი შემთხვევა. სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, კერძოდ, სოფელ ლესაში მოძრავ ავტომანქანას ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ავტომობილი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სამწუხაროდ ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა”,- განაცხადა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთში უამინდობის გამო დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელსა და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. ქარმა 100-მდე სახლს გადახადა სახურავი, მათ შორის პოლიციის სამმართველოს. ხე დაეცა სუფსის დაწყებით სკოლას და სასულიერო გიმნაზიას, დაზიანებულია რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.

Loading…

მსგავსი პოსტები

პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

Joni Kvaracxelia

«არ დავუშვებთ ჰესის აშენებას…დავიხოცებით»-რა ხდება ამ დროისთვის პანკისის ხეობაში? (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

რუსეთში, სპეცრაზმმა მოსწავლეებს აქციის დაშლა ასწავლა-დაშავებულია მოსწავლეები (ვიდეო)

დატოვე კომენტარი