განცხადება/მიმართვა

რადიკალური ზომებია მისაღები, რომ ქალბატონ მაიასავით აღარავინ იყოს გატაცებული-გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას”პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე  სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახში მივიდა და მათ გაესაუბრა:

„დღეს კიდევ ერთხელ დაველაპარაკებით იმ საელჩოებს, რომელსაც, ჩვენი მოკრძალებული აზრით, შეუძლიათ გავლენის მოხდენა ამ უმსგავსობის შეწყვეტასა და ქალბატონი მაიას სწრაფად გათავისუფლებაზე. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ის, რომ საოკუპაციო რეჟიმმაც და ოკუპანტებმაც იცოდნენ, რომ ჩვენი გამუდმებული ყურადღების ქვეშ არის ეს ფაქტი. რადიკალური ზომებია მისაღები, რომ ოკუპაციის ხაზზე ეს უმსგავსობა შეწყდეს და ქალბატონი მაიასავით აღარავინ იყოს გატაცებული,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

კამპანია “დარჩი სახლში” ბრუნდება

პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს: „დაფინანსების სრული სია გამოქვეყნდეს“

სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 22 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა მოამზადოს-გიორგი ბარამიძე

დატოვე კომენტარი