განცხადება/მიმართვა

“პრეზიდენტი მიგორდება რამენაირად არჩევნებამდე და შემდეგ მშვიდ პენსიაზე გავა”-იაგო ხვიჩია

,”ჩემი აზრით, ერთადერთი რაც შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმაც დაკარგა აზრი და პრეზიდენტთან ბრძოლამაც. ჩემი აზრით, პრეზიდენტი მიგორდება რამენაირად არჩევნებამდე და შემდეგ მშვიდ პენსიაზე გავა. მანამდე ეცდება, რომ შეალამაზოს მის მიერ გაკეთებული საქმეები და საზოგადოებას რაღაც უთხრას. მე არ მგონია, რომ ზედმეტი არაკორექტულობა ან ჩხუბი იყოს “ქოცების” ან პრეზიდენტის მხრიდან, რადგან აზრი დაკარგა ამ ყველაფერმა და ეს განწყობასაც ეტყობა, რომ არავის არ ახსოვს ახლა პრეზიდენტი აქ. ჩემი აზრით, პრეზიდენტი არასდროს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ყოველთვის მის ინტერესებს ატარებდა და მგონია, რომ ეს ასე გაგრძელდება. რადგან ბიძინა ივანიშვილი თავად დაბრუნდა პოლიტიკაში, სალომე ზურაბიშვილს არსებობა აზრს კარგავს მასთან ბრძოლის კუთხითაც და მასზე დაყრდნობის კუთხითაც”- განაცხადა “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “დღის ამბების” ეთერში.

მსგავსი პოსტები

პარტია “სამოქალაქო ლიდერი”-სა და მისი მოკავშირეების დაკავების მიუხედავად, ერევანში აქცია გვიანობამდე გაგრძელდა

Joni Kvaracxelia

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე

ევროკაშვირში საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა განიხილება

დატოვე კომენტარი